GE

როგორი სამუშაო პირობებით უნდა უზრუნველყოს სკოლამ პანდემიის პირობებში სოციალური მუშაკი – ბრძანება

სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის თანხმად სოციალური მუშაობის განხორციელებისას კარანტინისა და სხვა შეზღუდვების პირობებში სკოლებმა სოციალური მუშაკი უსაფრთხოების დაცვისათვის საჭირო ყველა რესურსით უნდა უზრუნველყონ.

აღნიშნული ვალდებულება სკოლებს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ 4 ივნისს დამტკიცებული „სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესით“ განესაზღვრათ.

გადამდები დაავადებების პრევენცია

„კარანტინისა და სხვა შეზღუდვების პირობებში ბენეფიციარებთან ოფისებში ან მათთან ახლო დისტანციაზე ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა სკოლები და საავადმყოფოები, მუშაობის დროს ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს სოციალური მუშაკი უსაფრთხოების დაცვისათვის საჭირო ყველა რესურსით, ხოლო სოციალურმა მუშაკმა უნდა დაიცვას სპეციალისტების მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია იმ დროსაც კი, როცა შესაძლებელია იყოს შესაბამისი აღჭურვილობისა და სხვა რესურსების დეფიციტი.

იმ შემთხვევებზე რეაგირებისას, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სოციალური მუშაკის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მათ უნდა შეეძლოთ გონივრული არჩევანის გაკეთება. ასევე, ხელმძღვანელთან შეთანხმებით გადაწყვიტონ, ჰქონდეთ თუ არა პირდაპირ კონტაქტი ბენეფიციართან (გასათვალისწინებელია ისიც, რომ პირისპირი შეხვედრის დროს რისკის ქვეშ არა მხოლოდ სოციალური მუშაკი და ბენეფიციარია, არამედ ის ადამიანებიც, ვისთანაც შემდეგში მათ კონტაქტი ექნებათ)“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

დოკუმეტით ასევე განისაზღვრა საკითხები, რომლებიც პანდემიის პირობებში სოციალური მუშაკების დამქირავებელმა ორგანიზაციამ (მათ შორის საგანამანათლებლო დაწესებულებამ ავტ.) უნდა უზრუნველყოს:

სოციალური მუშაკების ინფორმირებულობა გადამდები დაავადებების შესახებ;

გადამდები ინფექციებით გამოწვეული პანდემიის დროს უსაფრთხო მუშაობის წესების შემუშავება;

რეგულარული შემოწმებები, თანამშრომლების ინფიცირების შემთხვევების დროულად დადგენის მიზნით;

გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმების შემუშავება;

პირდაპირი კონტაქტის დროს, მაქსიმალური უსაფრთხოების მიზნით, სოციალური მუშაკების წვდომა დამცავ საშუალებაზე;

გარდა პირდაპირი კონტაქტისა, განიხილოს ბენეფიციართან სოციალური მუშაკის ჩარევების სხვა შესაძლებლობები;

შეიმუშაოს ან/და გააცნოს სოციალურ მუშაკებს უსაფრთხოების წესები და რეგულაციები საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან მანქანით მგზავრობის დროს სოციალური მუშაკის სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით.

სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესი და სოციალური მუშაკის პროფესიული სტანდარტი.

იხილეთ დოკუმენტები:

სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტები

სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური