GE

როგორი წიგნის ტიპებია სათამაშოდ დაშვებული და რა ვალდებულებები დადგინდა იმპორტიორისა და დისტრიბუტორებისთვის

„სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დადგენილებით ცვლილებები შევიდა.

შესაბამისი დოკუმენტი 23 ივნისს „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა.

2020 წლის 20 იანვარს მიღებული დადგენილების 1-ელ მუხლს დაემატა პუნქტი, რომლის თანახმადაც პროდუქტი, რომელსაც აქვს წიგნის მახასიათებლები, ასევე განიხილება სათამაშოდ (სათამაშო წიგნი), მათ შორის:

ნაჭრის ხმოვანი წიგნი, მარტივი სურათებით/ნახატებით;

პლასტიკური მასალის წიგნი, მარტივი სურათებით;

ტრანსფორმირებადი წიგნი დასაკეცი და გასაშლელი ელემენტებით;

გასაფერადებელი წიგნი;

წიგნი ხელშესახები (სენსორული) ელემენტებით;

ხმოვანი წიგნი, მარტივი სურათებით/ნახატებით, რომელიც შეხების შედეგად რეაგირებს (შეხება და მოსმენა);

სტიკერებიანი წიგნი, მარტივი სურათებითა და ტექსტით;

წიგნი, რომელსაც თან ახლავს სათამაშო.

დადგენილებით ასევე განისაზღვრა მეორეული სათამაშოს იმპორტიორისა და დისტრიბუტორის ვალდებულებებიც.

იმპორტიორისა და დისტრიბუტორის ვალდებულებები იხილეთ ბმულზე.

დადგენილება ძალაში 2021 წლის 1 ივლისიდან შევა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური