GE

როგორია კორონავირუსის შემთხვევების გამო დახურული ბაღებისა და სკოლების ბოლო სტატისტიკა აჭარაში – მონაცემები

დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.

საქართველოს სხვა რეგიონებში გაზრდილი მონაცემების მიუხედავად, აჭარაში დახურული სკოლებისა და ბაღების რაოდენობა საგანგაშო არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ EDU.ARIS.GEსთვის მოწოდებული ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, სააღმზრდელო პროცესი აჭარის 5 ბაგა-ბაღისა და 23 ჯგუფისთვისაა შეჩერებული.

რაც შეეხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადასულია აჭარის 4 სკოლა და 123 ცალკეული კლასი.

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები ყოველდღიურად იხურება. სკოლების ნაწილი სწავლას დისტანციურად აგრძელებენ.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 56 555 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 42 546, „პისიარ“ ტესტით – 14 009.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,15%, ბოლო 14 დღის – 8,64%, ბოლო 7 დღის – 9,12%.

ასევე იხილეთ:

კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, აჭარაში 1 სკოლა, 102 კლასი და 4 ბაღია დახურული

მოამზადა ეთო მიდელაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური