GE

როგორია პედაგოგების აცრის პროცენტული მაჩვენებელი საჯარო და კერძო სკოლებში? – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძემ, დღეს, 13 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საჯარო და კერძო სკოლებში აცრის მაჩვენებელი დაასახელა.

„საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის 55% მინიმუმ ერთი დოზით არის აცრილი, სრულად აცრილია 33%. პედაგოგებში მინიმუმ ერთი აცრის საშუალო მაჩვენებელია 58%, საიდანაც სრულად აცრილია 36%.

კერძო სკოლების პედაგოგებიდან მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 64%, სრულად აცრილია 44%, საიდანაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს თბილისში, 70%“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ასევე იხილეთ:

გვჭირდება თუ არა მომავალი ექიმი, რომელიც კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარს ამბობს?

საქართველოში სტუდენტების მხოლოდ 17-%-ია აცრილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური