GE

როგორია უფროსი სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო ზღვარი

2021 წლის 14 ივლისიდან ქვეყანაში მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები იწყება. მათ შორის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წელს პირველად ატარებს გამოცდას სპეციალური მასწავლებლებისთვის, რომელიც განრიგის მიხედვით 27 ივლისს უნდა გაიმართოს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, 9 ივნისს, საგამოცდო საკითხებით დაინტერესებული პედაგოგებისთვის შეხვედრა გამართა და მათ შეკითხვებს უპასუხა.  მათგან ერთ-ერთი უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების ტესტს ეხებოდა.

„უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების ტესტის მაქსიმალური ქულაა 54. იმისათვის, რომ გამოსაცდელმა გადალახოს ბარიერი და მოიპოვოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, მან უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ 33 ქულა. გამოცდის ხანგრძლივობაა 4 საათი. პროფესიული უნარების ტესტში 3 ტიპის დავალებაა: არჩევითპასუხებიანი, შესაბამისობისა და ღია დავალებები“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ხშირად დასმული კითხვები და პასუხები მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური