GE

რომელ რეგიონებში მიიღებს მანდატურის სამსახური სოციალურ მუშაკებს – განაცხადების მიღება დაიწყო

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) სოციალური მუშაკის შესარჩევ კონკურსს აცხადებს. უწყება 21 სოციალური მუშაკის შერჩევას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აპირებს. განაცხადები 2021 წლის 28 სექტემბრიდან – 17 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება.

მანდატურის სამსახურის მიერ დღეს, 28 სექტემბერს, გავრცელებული ინფორმაციით, ვაკანსიები გამოცხადებულია შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: თბილისი – 1 ვაკანსია; მცხეთის მუნიციპალიტეტი – 1 ვაკანსია; გურჯაანის მუნიციპალიტეტი – 2 ვაკანსია; გორის მუნიციპალიტეტი – 1 ვაკანსია; გარდაბნის მუნიციპალიტეტი – 2 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტი – 2 ვაკანსია; ახალციხის მუნიციპალიტეტი – 1 ვაკანსია; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი – 2 ვაკანსია; ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – 2 ვაკანსია; ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 2 ვაკანსია; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – 1 ვაკანსია; ქობულეთის მუნიციპალიტეტი – 1 ვაკანსია; ქუთაისი – 3 ვაკანსია.

სოციალური მუშაკები სრული განაკვეთით იმუშავებენ, შრომის ანაზღაურება შეადგენს 1200 ლარს (დარიცხული).

განაცხადის შესავსებად დააკლიკეთ აქ – სააპლიკაციო ფორმა

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ელექტრონულ ფოსტაზე hr@mandaturi.gov.ge უნდა გაგზავნოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
  • ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი (იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს არ აქვს უმაღლესი განათლება სოციალური მუშაობის მიმართულებით);
  • სოციალური მუშაობის, სოციალური მუშაობის საუნივერსიტეტო პრაქტიკის ან სკოლაში მოხალისეობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი;
  • სოციალური მუშაობის, სოციალური მუშაობის საუნივერსიტეტო პრაქტიკის ან სკოლაში მოხალისეობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა.

კონკურსში მონაწილე კანდიდატს მოეთხოვება საქართველოს კონსტიტუციის II თავის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III და IV თავების; ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის X1 და X2 თავების, ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილებისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის N141/ნ ბრძანების ცოდნა.

სოციალური მუშაკის ფუნქციებია:

  • სოციალური მომსახურების გაწევა საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისათვის;
  • საგანმანათლებლო დაწესებულების ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან სამსახურის მიერ შემუშავებული და დანერგილი სოციალური მომსახურების მიწოდება და სოციალური ინტეგრაციის მხარდამჭერი პროექტების განხორციელება;
  • საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის, პედაგოგებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისათვის საგანმანათლებლო ტრენინგებისა და საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრების ჩატარება;
  • ვიზიტების განხორციელება სკოლებსა და ოჯახებში, ასევე საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლების, პედაგოგების ინფორმირება და სოციალური კონსულტირება;
  • კრიზისულ საკითხებზე მუშაობა;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა საკითხებზე მუშაობა.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური