GE

რომელ საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება მასწავლებელთა გამოცდები – საგამოცდო ცენტრები და მარშრუტები

2019 წლის შემოდგიმაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდა 2 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება. გამოცდაზე რეგისტრირებული აპლიკანტები მთელი საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში 13 საგამოცდო ცენტრში გადანაწილდებიან.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის თქმით, ნოემბერში დაგეგმილ გამოცდების პირველი სესიები 11:00 საათზე დაიწყება, რაც იმას ნიშნავს რომ საგამოცდო ცენტრებში აპლიკანტები დილის 10 საათზე უნდა გამოცხადდნენ.

გთავაზობთ საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალსა და მარშრუტებს (რუკის სანახავად დააჭირეთ ბმულებს):

  1. ქ. თბილისის 147-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, დიღმის მასივი მე-3 კვ.;
  2. ქ. თბილისის 117-ე საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, თრიალეთის ქ. №7;
  3. ქ. თბილისის 175 ა  საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ.;  ქ. თბილისის 175 ბ  საჯარო სკოლა – ქ. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ;
  4. ქ. ქუთაისის N1 საჯარო სკოლა – ქ. ქუთაისი, ცისფერყანწელთა ქ. №6;
  5. ქ. ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა – ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქ.  №127;
  6. ქ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35;
  7. ქ. ბათუმის N1 საჯარო სკოლა – ქ. ბათუმი, დ. თავდადებულის №47;
  8. ქ. ბათუმის მე-10 საჯარო სკოლა –  ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. N121
  9. ქ. ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლა – ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას ქ. №9;
  10. ქ. ახალციხის N1 საჯარო სკოლა – ქ. ახალციხე, მიქუტიშვილის ქ. №2;
  11. ქ. თელავის მე-8 საჯარო სკოლა – ქ. თელავი, თამარის ქ. №69;
  12. ქ. ფოთის მე-3 საჯარო სკოლა       – ქ. ფოთი, ზამბახიძის ქ. №3;
  13. ქ. ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლა – ქ. ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. №9;

შეგახსენებთ, რომ აპლიკანტებმა საგამოცდო ცენტრში მისვლისას თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ბარათი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური