GE

რომელი 4 სავალდებულო საგნის ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს ჯანდაცვის პროგრამებზე 2020 წელს – დოკუმენტი 

დღეს ცნობილი გახდა 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის უნივერსიტეტების მიერ არჩეული დამატებითი საგამოცდო საგნების ჩამონათვალი. ეს მონაცემები პირველადია და უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ დეკემბრის ბოლომდე შეიტანონ ცვლილება აღნიშნულ ჩამონათვალში, თუმცა ამჯერად აბიტურიენტებმა ამ ინფორმაციით უნდა იხელმძღვანელონ.

ამ ეტაპზე სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა დაწესდა.

დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად ჩასაბარებელ საგნებს, აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს გამოცდა 3 სავალდებულო და ერთ არჩევით საგანში:

ა) ქართული ენა და ლიტერატურა;
ბ) უცხოური ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ან რუსული);
ბ) ბიოლოგია;
გ) მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს).

მეოთხე საგნისთვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.

იხილეთ სამედიცინო მიმართულების პროგრამების ჩამონათვალი უნივერსიტეტების მიხედვით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური