GE

რომელი კატეგორიის პედაგოგები დაემატა სტატუსის დანამატის მიმღებთა ჩამონათვალს – ცვლილება განათლების მინისტრის ბრძანებაში

საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ ბრძანებაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ცვლილებები შეიტანა, რომელის თანახმადაც სტატუსის დანამატის მიმღებთა ჩამონათვალს განსაკუთრებული ღვაწლის მქონდე პედაგოგები დაემატა. ბრძანების ახალი ვერსია 30 ივლისს გამოქვეყნდა.

დოკუმენტის ახალ ვერსიაში, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის მიმღებ პედაგოგთა ნუსხაში შემდეგი ჩანაწერი გაჩნდა:

„განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მინიჭებული აქვს „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“ განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი და ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ  საგანს/საგნებს.“

ცვლილებების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე პრაქტიკოს მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების ახალი შესაძლებლობა მიეცათ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური