GE

რომელი პროფესიები უნდა ისწავლოთ, რომ მაღალანაზღაურებად სამსახურში მარტივად დასაქმდეთ

დასაქმების ბაზარზე კონკურენცია წლიდან წლამდე მნიშვნელოვად იზრდება. რიგ პროფესიებზე მოთხოვნა იმდენად მცირდება, რომ დასაქმება უბრალოდ შეუძლებელი ხდება. მეორე მხრივ, მოთხოვნა იზრდება ტექნიკური უნარების მქონე ადამიანებზე, რომლებიც პროფესიის პარალელურად კარგად ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და იციან, საკუთარი პროფესიისა და ტექნოლოგიების სინთეზით წარმატებას როგორ მიაღწიონ.

პირველი, რაც პროფესიისა და სასწავლო უნივერსიტეტის არჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ, არის ის, რომ კონკრეტული მიმართულება უნდა შეისწავლოთ ტექნოლოგიებთან კავშირში და უნდა იცოდეთ, მათი გამოყენებით როგორ გაზარდოთ ეფექტურობა თქვენს მიმართულებაში, იქნება ეს ფინანსები თუ მედიცინა. წარმატებული ბიზნესი კი ტექნოლოგიების გარეშე უკვე წარმოუდგენელი გახდა.

ახლა გაგაცნობთ რამდენიმე პროფესიას, რომლის შესწავლის შემთხვევაშიც მაღალანაზღაურებად სამსახურს მარტივად მოძებნით:

საინფორმაციო ტექნოლოგიები

მკვლევარების პროგნოზით, საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 2020 წლიდან 2028 წლამდე 12%-ით გაიზრდება. ეს მაჩვენებელი უფრო მეტია, ვიდრე ზოგადად სამუშაო ადგილების ზრდის საშუალო მაჩვენებელი. სტაბილურად მზარდი დასაქმების მაჩვენებლის პარალელურად, მუდმივად მზარდია ანაზღაურებაც. საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობის კიდევ ერთი უპირატესობა კი ისაა, რომ IT სპეციალისტს დისტანციურად შეუძლია მუშაობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების შესწავლას თუ გადაწყვეტთ, ეს აუცილებლად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში უნდა გააკეთოთ, რადგან აღნიშნულ სასწავლო პროგრამაზე სტუდენტი სწავლობს არა მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიებს, არამედ მისი ბიზნესში გამოყენების ყველაზე ეფექტურ გზებს. პროგრამის მიზანია, გამოგიმუშაოთ კომპეტენციები, რომელიც საშუალებას მოგცემთ ააგოთ კომპიუტერული სისტემები, დააპროექტოთ და შექმნათ ქსელური კავშირები, მონაცემთა ბაზები და შეძლოთ გახდეთ კონკურენტუნარიანი კადრი მზარდ ბაზარზე. სტუდენტები შეისწავლიან საინფორმაციო ტექნოლოგიების ყველა წამყვან მიმართულებას, მათ შორის, ღრუბლოვან სერვისებს, ხელოვნური ინტელექტს, ვირტუალურ და გაფართოვებულ რეალობას.

უნივერსიტეტში  კომპიუტერული კლასების გარდა ფუნქციონირებს რამდენიმე სპეციალიზირებული ლაბორატორია.

ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტი

ბიზნესის ადმინისტრირება მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამაა. მის პოპულარობას განაპირობებს ის, რომ ბიზნესსაქმიანობის დაწყება და თუნდაც მცირე სტარტაპის შექმნა, მეორე მხრივ კი, სხვადასხვა მიმართულებით მაღალი რგოლის მენეჯმენტში მუშაობა საკმაოდ მაღალშემოსვალიანი და პრესტიჟულია.

თუ ბიზნესის ადმინისტრირებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შეისწავლით, თქვენ დაეუფლებით არა მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირებას, არამედ მასში ტექნოლოგიების გამოყენების ყველაზე ეფექტურ გზებს. კურსდამთავრებული იღებს ცოდნას, ბიზნესის ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლის გამოყენებითაც შეძლებს განახორციელოს ინოვაციური სამეწარმეო საქმიანობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. კურსი ისეა დაგეგმილი, რომ ხელს უწყობს ინოვაციური აზროვნების ჩამოყალიბებას, რაც ბიზნესის წარმატებით მართვისთვის აუცილებელია. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტუდენტი მიიღებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ცოდნის უნიკალურ სინთეზსს, რის გარეშეც 21-ე საუკუნეში წარმატებული საქმიანობა ფაქტობრივად გამორიცხულია.

ბიზნესის ადმინისტრირება ფინანსები

საქართველოში ფინანსები უკანასკნელი ათწლეულების ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამაა. ამ მიმართულებით ახალი სტანდარტი კი ახლახან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაინერგა. პირველად ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე ამ სიახლის დასანერგად უმსხვილესი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები გაერთიანდნენ. ქართულ ენაზე თარგმნილი ფინანსური ლიტერატურა, ფინანსური სასწავლო მასალები, ქეისები, გაცვლითი და დასაქმების პროგრამები ფინანსებში, პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ლექტორებად, Fintech-ი და სხვა განსხვავებული და ინოვაციური საგნები – პროგრამა ამ ყველაფერს სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომს ხდის. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, Fintech-ის მიმართულებით მოახდინონ იდეათა გენერირება, შემდეგ იდეიდან კომერციალიზაციამდე გაიარონ გზა მენტორების დახმარებით.

აღნიშნულმა პროგრამამ  ACCA აკრედიტაციაც მიიღო და ერთადერთია საქართველოში, რომელიც ACCA-ის სტანდარტების მიერ სრულად არის აკრედიტებული. პროგრამის აკრედიტირება ნიშნავს, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ ეტაპობრივად გაიარონ ACCA-ის F1 დან F9 მოდულამდე კურსები და შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღონ საერთაშორისო სერტიფიკატები.

BTU-ს საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ ორი დიპლომის მიღების შესაძლებლობა. პარტნიორი უნივერსიტეტები, რომლებიც მსგავს შესაძლებლობას აძლევენ უნივერსიტეტის სტუდენტებს არიან: ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია; ნიუ იორკის უნივერსიტეტი პრაღაში, ჩეხეთი; ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ნიდერლანდების სამეფო; სტეფორდშირის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი და სხვ.

უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტს სწავლის დაწყების პირველივე წელს დასაქმდეს, შექმნას საკუთარი მაღალტექნოლოგიური სტარტაპი, დაამყაროს კავშირი მსოფლიოს მოწინავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. სწავლის პარალელურად დასაქმება კი მათ საშუალებას აძლევს სწავლის დასრულების პერიოდში სრულფასოვან განათლებასთან ერთად საჭირო გამოცდილებაც ჰქონდეთ და იყვნენ მაღალკონკურენტული და მოთხოვნადი კადრი არა მარტო საქართველოს დასაქმების ბაზარზე, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ამ სამი პროფესიის საუკეთესო უნივერსიტეტში შესწავლის შემთხვევაში თქვენ ნამდვილად შეძლებთ მარტივად დასაქმდეთ და მაღალი ანაზღაურება მიიღოთ. დასაქმების შესაძებლობა კი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს დასაქმების ბაზარზე გეძლევათ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივესრიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით

ბიზნესის ადმინისტრირებამენეჯმენტი

პროგრამის კოდი: 195 01 01
პროგრამის ფასი: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხო ენა
  • მათემატიკა ან ისტორია

პროგრამაზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 450

ისტორია: 120 ადგილი
მათემატიკა: 330 ადგილი

ბიზნესის ადმინისტრირებაფინანსები

პროგრამის კოდი: 195 01 02
პროგრამის ფასი: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხო ენა
  • მათემატიკა

პროგრამაზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 100
მათემატიკა: 100 ადგილი

საინფორმაციო ტექნოლოგიები

პროგრამის კოდი: 195 01 03
პროგრამის ფასი: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხო ენა
  • მათემატიკა

პროგრამაზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 450
მათემატიკა: 450 ადგილი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური