GE

რომელი უმაღლესი სასწავლებელი და მიმართულება ლიდერობს 2015 წელს – მაგისტრების არჩევანი

მაგისტრობის მსურველებმა ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შემდეგ უნივერსიტეტებში შიდა მისაღები გამოცდებიც ჩააბარეს და სწავლაც დაიწყეს. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის  ინფორმაციით, მონაცემები, ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგად, რამდენმა აპლიკანტმა მოიპოვა სახელმწიფო გრანტი, ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდება.

ცნობილია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტი მაგისტრობის მსურვლი წელს დაფიქსირდა. გამოცდაში მონაწილეობა 11 559-მა კანდიდატმა მიიღო. 2015 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აპლიკანტთა 23,92%-მა ვერ გადალახა და კონკურსში მონაწილეობა  8 794 კანდიდატმა გააგრძელა.

მაღალი კონკურსი დაფიქსირდა უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამებზეც. Aris.ge- განათლებამ ინფორმაცია რამდენიმე უმაღლესიდან გამოითხოვა.

ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენდა:  რამდენი ადგილი ქონდა გამოცხადებული უმაღლესს სტუდენტთა მისაღებად სამაგისტრო პროგრამებზე, რამდენი განაცხადი შევიდა, ყველაზე მაღალი კონკურსი რომელ პროგრამაზე დაფიქსირდა და რამდენი იყო მსურველი, სულ რამდენი მაგისტრანტი მიიღეს, რა ფორმით ჩატარდა შიდა გამოცდა, ჰქონდათ თუ არა წელს ახალი სამაგისტრო პროგრამა და ბოლოს, კერძო უნივერსიტეტებს, წლიური გადასახადის ოდენობაც ვკითხეთ.

როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განგვიცხადეს 2015 წელს მათ სამაგისტრო საფეხურზე  864 ადგილზე ჰქონდათ გამოცხადებული მიღება. გამოცხადებულ 864 ადგილზე შეტანილი იყო 4 147 განაცხადი. უნივერსიტეტის მონაცემებით, ყველაზე მაღალი კონკურსი  შემდეგ პროგრამებზე დაფიქსირდა:

„მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე  ყველაზე მაღალი კონკურსი დაფიქსირდა „საჯარო პოლიტიკის ადმნისტრირების“ პროგრამაზე, სადაც 30 ვაკანტურ ადგილზე 309 მსურველი იყო. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე „პროგრამული ინჟინერიის“ პროგრამაზე, სადაც 10 ვაკანტურ ადგილზე 52 მსურველი იყო. სამართლის სკოლას ერთი პროგრამას აქვს და აქ „კერძო (ბიზნეს) სამართალის“ 70 ადგილზე, 242 განაცხადი შემოვიდა. ბიზნესის სკოლაში ყველაზე მაღალი კონკურსი „ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი)“ პროგრამაზე დაფიქსირდა, სადაც 250 ვაკანტურ ადგილზე 1069 განაცხადი შემოვიდა“, – აღნიშნეს ილიაუნიში.

უნივერსიტეტებში შიდა გამოცდა განსხვავებულ პროგრამებზე  განსხვავებული სახით ტარდებოდა.

„რიგ პროგრამებზე შიდა გამოცდა ტარდებოდა გასაუბრების სახით, რიგ შემთხვევებში კი გასაუბრების გარდა  წერითი გამოცდის ან ენის გამოცდის კომბინირებული ვერსია. ადიქციის კვლევების პროგრამაზე წელს პირველად მოხდა სტუდენტების მიღება. 2015 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამაგისტრო საფეხურზე ჩაირიცხა 877ადამიანი“, – განგვიცხადეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის Aris.ge-განათლებასთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ, ყველაზე მაღალი კონკურსი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფიქსირდა. 2015 წელს თსუ-ში  მიღება გამოცხადდა  77 სამაგისტრო პროგრამაზე. სამაგისტრო პროგრამებზე ჯამში გამოცხადებული ჰქონდათ 1 511 ადგილი. თსუში მაგისტრობის სურვილი 2 840-მა კანდიდატმა გამოთქვა.

რაც შეეხება მსურველების რაოდენობას ფაკულტეტების მიხედვით, ასე გადანაწილდა: „ეკონომიკისა და ბიზნესის ფკულტეტი – 642 მაგისტრანტი;  სოციალურ და პოლიტიკურმეცნიერებათა ფაკულტეტი – 590 მაგისტრანტი;  იურიდიული ფაკულტეტი – 554 მაგისტრანტი; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 310 მაგისტრანტი;ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – 294 მაგისტრანტი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 282 მაგისტრანტი; ტურიზმის განვითარებისინსტიტუტი  – 79 მაგისტრანტი; მედიცინის ფაკულტეტი  – 38 მაგისტრანტი; სამაგისტრო პროგრამა: კიოლნი-24 სამაგისტრო პროგრამა: ევროპული კვლევების ინსტიტუტი-18მაგისტრანტი; სამაგისტრო პროგრამა: მიგრაციის კომპეტენციის ცენტრი-9 მაგისტრანტი“, – განგვიცხადეს თსუში.

თსუ-მ 2015 წელს  მიღება გამოაცხადა  სამ ახალ სამაგისტრო პროგრამაზე:  1) კულტურისა და მედიის სოციოლოგია; 2) ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება;  3)საჯარო მართველობა; სამაგისტრო  პროგრამებზე მიღების წინაპირობების შესაბამისად  ჩატარდა გასაუბრებაც, გამოცდა უცხო ენაში  და  გამოცდა სპეციალობაში.  მთლიანობაში თსუ-ში მაგისტრანტების საერთო რაოდენობაა 4 441.

რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, მისაღები ადგილები შედარებით ნაკლები იყო, თუმცა, მათ სწავლის წლიური გადასახადი აქვთ მაღალი. თუ სახელმწიფო სასწავლებლებში ერთი წლის საფასური 2 250  ლარია, კერძო უნივერსიტეტებში ტარიფები უმეტესწილად განსხვავებულია, თუმცა სტუდენტთა დაინტერესება მზარდი.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მთლიანად სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტთა მისაღებად გამოცხადებული იყო 130 ადგილი. ყველა პროგრამაზე ერთად 214 განაცხადი შევიდა.  რაც შეეხება ფასებს და მისაღები მისაღები ადგილების რაოდენობას პროგრამების მიხედვით, ასე გამოიყურება:

„ბიზნესის ადმინისტრირება 30 ადგილი, სამართალი-70, ორივე პროგრამაზე -გადასახადი 3060 ლარი.  გლობალური საჯარო ადმინისტრირება და პოლიტიკა * (ქართულ-ფრანგული ერთობლივი პროგრამა) 15 ადგილი, გადასახადი 28600.  საჯარო მმართველობა და პოლიტიკა (ქართულ-გერმანული ერთობლივი პროგრამა)  15, წლიურიგადასახადი- 20600.

„ყველაზე მაღალი კონკურსი დაფიქსირდა ბიზნესის ადმინისტრირებაზე – 30 ადგილი,  56 განაცხადი. ამჟამად უნივერსიტეტში 157 აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტია. უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა ტარდება სპეციალობაში და უცხო ენაში:  ბიზნესისა ადმინისტრირება-ტესტირება სპეციალობაში; სამართლი – გასაუბრება სპეციალობაში; გლობალური  საჯარო ადმინისტრირება და პოლიტიკა – გასაუბრება სპეციალობაში; საჯარო მმართველობა და პოლიტიკა (ქართულ-გერმანული ერთობლივი პროგრამა)- გასაუბრება სპეციალობაში.  ყველა პროგრამაზე უცხო ენის გამოცდა ჩატარდა ტესტირება/გასაუბრების ფორმით. წელს მიღება ორ  ახალპროგრამაზე გვქონდა. ესენია: გლობალური საჯარო ადმინისტრირება და პოლიტიკა;  საჯარო მმართველობა და პოლიტიკა (ქართულ-გერმანული ერთობლივი პროგრამა)“, -გვითხრეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გამოცხადებული ჰქონდათ 130 ადგილი. პროგრამების მიხედვით,  სამართლის სამაგისტრო პროგრამა  – 50, ბიზნესის ადმინისტრირება – 30, ადამიანური რესურსების მართვა – 30, განათლების კვლევები და ადმინისტრირება – 20.

როგორც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში განგვიცხადეს, კონკურსი დაფიქსირდა ოთხივე პროგრამაზე (სულ 301 განაცხადი), ყველაზე მაღალი კონკურსი დაფიქსირდასამართლის სამაგისტრო პროგრამაზე  (191 განაცხადი. ) როგორც აღმოჩნდა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების ტარიფებიც მისაღებია.

„კონკურსის გამო უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება და გაზარდა ადგილების რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამაზესტუდენტების უმრავლესობა  ვერ ჩაირიცხა იმის გამო, რომ სხვა ტიპის ტესტი ჰქონდათ ჩაბარებული ერთიან სამაგისტრო გამოცდებზე. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტშიამ ეტაპზე სწავლობს 222 მაგისტრანტი, აქედან 127 მაგისტრანტი მიმდინარე წელს ჩაირიცხა. ყველა სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა უცხო ენაში ტესტირება დაგასაუბრება სპეციალობაში. წელს პირველად გვქონდა მიღება ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამაზე, რომლის ანალოგიც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არ არსებობს. სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2 500 ლარს, ხოლო ბიზნესის ადმინისტრირების, ადამიანური რესურსებისმართვისა და განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამებზე – 3000 ლარს“, – გვითხრეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში

რაც შეეხება თავისუფალ უნივერსიტეტს, სამაგისტრო პროგრამებზე  155 ვაკანტური ადგილი ჰქონდათ გამოცხადებული და სულ 125 სტუდენტი მიიღეს.

რომელ სამაგისტრო პროგრამაზე რამდენი მისაღები ადგილი გქონდათ გამოცხადებული უნივერსიტეტში გვიპასუხეს.

„MBA – 45, MBA OM – 45, ბიზნეს სამართალი – 35, სოციალური მეცნიერებები – 15, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – 15. ყველა სამაგისტრო პროგრამაზე ჯამში მივიღეთ 289 განაცხადი. ყველაზე მაღალი კონკურსი დაფიქსირდა MBA პროგრამაზე. მისაღები გვქონდა 45 ადგილი და შემოვიდა 150 განაცხადი. უნივერისტეტს ჰყავს 70 მეორეკურსელი და125 პირველკურსელი, ჯამში 195 მაგისტრანტი. რაც შეეხება შიდა გამოცდას, იყო წარმოდგენილი საბუთების განხილვა, ტესტირება ინგლისურ ენაში, მათთვის, ვინც არ ფლობდა ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს (მინიმალური მოთხოვნა B2 დონე), გასაუბრება.

ბიზნესის (MBA, MBA OM) სამაგისტრო პროგრამების გარდა დანარჩენი ყველა სამაგისტრო ახალია. ჩვენ აკრედიტაცია მარტში მივიღეთ და შესაბამისად, ყველაზე ხანმოკლე კამპანია გვქონდა. ამის მიუხედავად, ყველა სამაგისტრო პროგრამაზე უფრო მეტი მსურველი გყვადა, ვიდრე ადგილი, თუმცა, მკაცრი კრიტერიუმების გამო, რიგ სამაგისტრო პროგრამებზე ავიყვანეთ უფრო ცოტა სტუდენტი, ვიდრე ადგილი გვქონდა“, -აღნიშნეს თავისუფალ უნივერსიტეტში.

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს მთლიანად სამაგისტრო პროგრამებზე 275 ადგილი ჰქონდა, თუმცა სულ არ შევსებულა. როგორც ჯიპაში გვითხრეს, ყველაზე მაღალი კონკურსი საზოგდოებრივ ურთიერთობებზე დაფიქსირდა 75 მსურველი. სულ უნივერსიტეტს 447 მაგისტრანტი ჰყავს.

„რაც შეეხება შიდა გამოცდას,  ყველა პროგრამას თავისი მისაღები პროცედურები ჰქონდა. წელს ახალი სამაგისტრო პროგრამა იყო მედია ინჟინერია ყველაზე დაბალი გადასახადი ჟურნალისტიკაზეა 3200 ლარი  წელიწადში, მაღალი – ბიზნესის ადმინისტრირებაზე 7500 წელიწადში,“- აღნიშნეს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.

როგორც ცნობილია, მაგისტრატურა მხოლოდ 100%-ანი გრანტით ფინანსდება. მთავრობის მიერ გამოყოფილი 2 მილიონი ლარიდან, მილიონ 800 ათასი მაგისტრანტების დასაფინანსებლადაა, დანარჩენი 200 000 ბაკალავრებისთვის გრანტის გასაუმჯობესებლად დაიხარჯება. სახელმწიფო მაგისტრებს წელიწადში მხოლოდ 2 250 ლარით აფინანსებს.

2015 წლის გრანტის მქონე მაგისტრების შესახებ მონაცემები ნოემბერში გამოქვეყნდება – პროცედურები

ცისანა არის© შერგილაშვილი

ცისანა არის© შერგილაშვილი Aris.ge-განათლების ჟურნალისტი