GE

რომელმა აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ ატესტატი გამოცდების ცენტრში – ვადები და პროცედურა

2019 წლის აბიტურიენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა ატესტატებს და გამოცდაზე მისი წარმოდგენის საჭიროებას ეხება. როგორც ცნობილია, ეროვნულ გამოცდებზე ატესტატის წარმოდგენა აუცილებელი არ არის და, შესაბამისად, მისი აღება აბიტურიენტებს გამოცდების დასრულების შემდეგაც შეეძლებათ.

ატესტატების გაცემა 24 ივნისიდან დაიწყება – დეტალები

თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა ააბიტურიენტებმა ატესტატები გამოცდების ეროვნულ ცენტრში კონკრეტულ ვადებში უნდა წარმოადგინონ.

ატესტატის წარმოდგენა სავალდებულოა მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

თუ თქვენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეთ 2011 წლამდე, 2019 წლის 20 ივნისის ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოთ მისი ასლი;

ამავე ვადაში უნდა წარმოადგინონ სრული ზოგადი განათლების აღიარების დოკუმენტი იმ აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს.

2019 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინონ აღიარების დოკუმენტი იმ აბიტურიენტებმა, რომლებსაც აქვთ საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღეს.

ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ატესტატის წარმოდგენა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საჭირო არ არის.

ატესტატის გაცემის წესში ცვლილება შევიდა – როგორ იქცევა სკოლა ახალი წესით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური