GE

რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან განათლების ურთიერთაღიარების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან, განათლების ურთიერთაღიარების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. შეთანხმების განმარტებით, ჩანაწერში ნათქვამია, რომ დოკუმენტს ხელი მოსკოვში 2017 წლის 12 აპრილს მოეწერა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება მიზნად ისახავს განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.

„შეთანხმება უზრუნველყოფს განათლებისა და კვალიფიკაციის აღიარებას, რომელიც მიღებულია რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებში. შეთანხმება არეგულირებს ძირითადი ზოგადი, საშუალო ზოგადი, საშუალო პროფესიული და უმაღლესი განათლების ურთიერთაღიარებას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

შეთანხმების მიხედვით, „დოკუმენტი პასუხობს რუსეთის ინტერესებს რუსული განათლების სისტემის პოტენციალის ექსპორტის ზრდის მიმართულებით”.

წყარო: 1tv

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური