GE

რუსთაველ გოგონას პედაგოგის შემდეგ ახალ ბრალდებას მოსწავლის მშობელი უყენებს

რუსთაველ მოსწავლეს, რომელსაც მასწავლებლი კიბეებიდან დაგორებაში ადანაშაულებდა, ახალ ბრალდებას ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, ნინო მაჭარაშვილი უყენებს და აცხადებს, რომ დედა-შვილი, მას სისტემატურად უთვალთვალებს.

“დღეს დილით საშინელი კაკუნი გავიგეთ, კინაღამ ჩამოღეს კარი. მარის მეგობრები, რომლებიც ამ სკოლაში სწავლობენ, შეშინებულები იყვნენ ამოსულები – დედა-შვილი ქვემოთ გელოდებიანო. რომ ვეკითხები აქ რა გინდა-მეთქი, მპასუხობს, რომ ნათესავს ველოდებიო. ყველაფერი მაქვს აბსოლიტურად, ვიდეო მასალა, დასქრინული მაქვს მესიჯები, თუ როგორ ინტერესდებოდა ბავშვი გუშინ ჩემი ზუსტი მისამართით”, – აცხადებს ნინო მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციას უკვე მიმართა და შემაკავებელი ორდერის შედგენა მოითხოვა, რადგან ამბობს, რომ მისი და მისი შვილის უფლებები ირღვევა.

გოგონას მშობელი ბრალდებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

წყარო: inforustavi

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური