GE

რუსთავის მესამე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა – შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა

რუსთავის მესამე საჯარო სკოლაში ნაღმი არ აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა ტერიტორია გამნაღმველების მოსვლამდე დატოვეს. სკოლის შენობაში უკვე შევიდა ადმინისტრაციაც. თუმცა სასწავლო პროცესი დღეისთვის ჩაშლილია.

როგორც სკოლის დირექტორი ბექა შათირიშვილი აცხადებს, სკოლის შენობაში ყოფნა საფრთხეს აღარ წარმოადგენს, მაგრამ სწავლა ხვალამდე აღარ განახლდება. 25 აპრილს კი სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში, დილის 09:00 საათზე დაიწყება. რუსთავის მესამე საჯარო სკოლაში ნღმის არსებობის შესახებ სატელეფონო ზარი 112–ში ცოტა ხნის წინ შევიდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქათველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხულის თანახმად, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით –ერთიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით – ორიდან ხუთ წლამდე.

იგივე ქმედება: ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) ჩადენილი არაერთგზის;
გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური