GE

რუსთავში დისტანციურ სწავლებაზე კიდევ 2 სკოლა გადავიდა

რუსთავის მე-8 და 21-ე საჯარო სკოლები სწავლების სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

ასევე, დაწყებითი კლასების გარდა, ყველა კლასი დისტანციურად ისწავლის მე-17 საჯარო სკოლაშიც. ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩკაშვილმა დაადასტურა.

ხეჩიკაშვილის თქმით, მიზეზი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირება გახდა.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლებში ინფიცირებულები მაღალი კლასის მოსწავლეები არიან.

ჯამში, 3-ვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 2000-მდე მოსწავლე დისტანციურად 2 კვირის განმავლობაში ისწავლის.

თამარ ხეჩიკაშვილის თქმით, ამ დროისთვის, სრულად დისტანციურ სწავლებაზე რუსთავის 8 სკოლაა გადასული.

წყარო: inforustavi

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური