GE

რუსთავში მორიგი 3 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

რუსთავის მე-4, 24-ე და 28-ე საჯარო სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადადის. ინფორმაციას ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩკაშვილი ადასტურებს.

ხეჩიკაშვილის თქმით, მიზეზი სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირება გახდა.

არსებული ინფორმაციით, მე-4 საჯარო სკოლაში კორონავირუსი სამ, 28-ე საჯარო სკოლაში კი ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა. მოსწავლე და მასწავლებელია ინფიცირებული 24-ე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

მე-4 საჯარო სკოლის 1700-მდე, 24-ე საჯარო სკოლის 1400-მდე და 28-ე საჯარო სკოლის 800-მდე მოსწავლე დისტანციურ სწავლებაზე ორი კვირის განმავლობაში დარჩება.

წყარო: inforustavi.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური