GE

საათ-ნახევარში დასრულებული ლიტერატურის ტესტი – პირველი აბიტურიენტი საკითხებს იხსენებს

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება და დღეს აბიტურიენტები ტესტს არჩევით საგანში – ლიტერატურაში წერენ.

გამოცდა 4-საათიანია, თუმცა აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საკითხი დაწერა და თავისი მუშაობითაც კმაყოფილია, გამოცდიდან სულ რაღაც სააათ-ნახევარში გამოვიდა.

ლუკა მგალობლიშვილი: ,,ასე, არცერთი საგანი არ გამადვილებია. აკა მორჩილაძის ,,მოგზაურობა კახეთში“ და ილიას ,,კაცია-ადამიანი“ უნდა შეგვედარებინა და პარალელები გაგვევლო. ასევე ვეფხისტყაოსნიდან იყო ყველაზე მეტი საკითხი. 5 იყო ქარჩხაძის ,,იგიდან”, ქარაფში გადაშვების მომენტზე, რა იყო ნაგულისხმევი და რას ნიშნავდა იგისთვის დაბნელების მომენტი. ასევე, სამანიშვილის დედინაცვლიდან ტესტური კითხვები, ჰაგიოგრაფიიდან სამივე ნაწილი. “ვეფხოსტყაოსნის” გარდა 2-2 კითხვა იყო. ლექსები არ მახსოვს რა იყო ,,დავითიანის“ გარდა“, – გვითხრა 207-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

ხვალ აბიტურიენტები გამოცდას ფიზიკაში ჩააბარებენ.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა თამარ მუკბანიანმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური