GE

საატესტატო და ეროვნული გამოცდების დამხმარე მასალები ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან

(R)

სასწავლო წლის დასაწყისი ყოველთვის დიდი აჟიოტაჟით გამოირჩევა. მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები – ყველანი ჩართულნი არიან სასწავლო მასალის შერჩევაში.

გრიფირებულ სახელმძღვანელოს თავად სკოლა ირჩევს და ის მოსწავლეებამდე სკოლის ორგანიზებით მიდის, მაგრამ სხვა საქმეა, როცა ჯერი დამხმარე მასალაზე მიდგება. რა უნდა ქნას მოსწავლემ, რომლისთვისაც, სასკოლო მასალა არ არის საკმარისი და ცოდნის გაღრმავება ან შემოწმება სურს? განსაკუთრებით აქტუალური საკითხი დამამთავრებელ კლასებში ხდება, როცა მოსწავლეებს საატესტატო თუ ეროვნული გამოცდების ჩაბარება უწევთ და მაღალ შედეგზე მათი მომავალია დამოკიდებული.

ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მრავალფეროვანია არჩევანი, უამრავი სასწავლო ლიტერატურაა გამოცემული სასწავლო მიზნებისთვის, და რომელზე შეჩერდებით, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა ერთი რამ ფაქტია: მსგავსი რესურსების შერჩევისას დიდი დაფიქრებაა საჭირო, რადგან დრო ცოტაა, მასალა კი – ძალიან დიდი. მთავარია, სახელმძღვანელოში ისე იყოს საკითხები განაწილებული, რომ მოკლე ხანში შეძლოთ პროგრამის ეფექტურად და ეფექტიანად ათვისება. ამ თვალსაზრისით ნამდვილად გამორჩეულია „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ მომზადებული დამხმარე სასწავლო ლიტერატურა, რომელიც ხელს შეუწყობს აბიტურიენტებსა და სკოლის მოსწავლეებს მასალის ათვისებაში, ცოდნის გაღრმავებასა თუ შემოწმებაში.

151-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, თეა გაბისონიას თქმით, ის, როგორც მასწავლებელი, რომელსაც რამდენიმე წელია ურთიერთობა აქვს აბიტურიენტებთან, ბოლო ორი წელია „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ მომზადებულ ქართული ენისა და ლიტერატურის  სახელმძღვანელოს (ავტორები თეა ქიტოშვილი და მერი ნებიერიძე) ირჩევს არა მხოლოდ მე-12 კლასელების, არამედ მე-11 კლასელებისთვისაც, რამდენიმე მიზეზის გამო: „პირველ რიგში, იმიტომ, რომ ამ სახელმძღვანელოში სავალდებულო ეროვნული გამოცდის ყველა კომპონენტია შესული:

  • რედაქტირება
  • ესე
  • ტექსტის გააზრება
  • დავალებები თხზულებისთვის

თითოეულ კონპონენტთან დაკავშირებით მოცემულია როგორც თეორიული მასალა, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოები, მაგალითად,  მასალა რედაქტირებისთვის, ესეებისთვის,  და რაც ძალიან გვადგება, ნაწყვეტები ლიტერატურული ტექსტებიდან თავისი კითხვებით და ეროვნული გამოცდების ანალოგიური დავალებებით – კითხვები სავარაუდო პასუხებით და ტექსტის გააზრების მითითებებით. ლიტერატურული ნაწყვეტის შერჩევა და შემდეგ მისთვის კითხვების და სავარაუდო პასუხების მომზადება ძალიან დიდ დროს მოითხოვს მასწავლებლისგან, თანაც აქ გარკვეული კვალიფიკაციაა საჭირო მსგავსი დავალებების შედგენისას, ასე რომ, სახელმძღვანელო ძალიან გვეხმარება როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებსაც.

გარდა ამისა, მოცემულია სრული ანალოგიური ტესტებიც.

უმთავრესი პლუსი ამ სახელმძღვანელოსი ისაა, რომ თითქმის მთელი გრამატიკა, რომელიც, მოგეხსენებათ, სასკოლო სახელმძღვანელოებში ბოლო წლებში არათანმიმდევრულად და არასისტემურად ისწავლება, აქ მოცემულია მოკლედ, გასაგებად, და რაც მთავარია, სისტემურად. ყველა საკითხს ახლავს პრაქტიკული სავარჯიშოები, რაც მოსწავლეებს ძალიან სჭირდებათ და აკლიათ. სახელმძღვანელოს ეს ნაწილი არა მხოლოდ აბიტურიენტებთან, მე-7 კლასიდან მოყოლებული მნიშვნელოვნად დაეხმარება მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც გრამატიკის შესწავლისას.“

სასწავლო ცენტრ „პროფესიონალი 2010-ის“ ხელმძღვანელის, ცირა თევდორაშვილის თქმით, მის ცენტრში დასაქმებული პედაგოგები აქტიურად იყენებენ ამ ტესტებს როგორც საატესტატო, ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსწავლეთა მოსამზადებლად: „თითოეულ კრებულში (იქნება ეს გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია თუ ქართული) მოცემულია პროგრამით გათვალისწინებული თეორიული მასალა და ტესტები. გარდა ამისა, ყოველ წიგნში მოთავსებულია უნიკალური კოდი და მისი სპეციალურ აპლიკაციაში შეყვანისას მოსწავლეს შეუძლია საატესტატო გამოცდების სიმულაცია. თითოეულ კრებულში მასალა ისეა დალაგებული, რომ მოსწავლისთვისაც და მასწავლებლისთვისაც მაქსიმალურად კომფორტულია ამ სახელმძღვანელოებით მუშაობა. ცენტრი შედეგზეა ორიენტირებული და ამიტომ მსგავსი ეფექტიანი რესურსების არსებობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

როგორც გეოგრაფიის სახელმძღვანელოების ავტორმა, მაია ბლიაძემ გვითხრა, გეოგრაფიის მიმართულებით ორი ტიპის რესურსია გამოცემული: ერთია საატესტატო, მეორე – ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. კრებულები შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აბიტურიენტს თეორიული მასალის გაცნობასთან ერთად შეუძლია შესაბამისი პრაქტიკული სამუშაოების შესრულება და ცოდნის განმტკიცება.

თეორიულ ნაწილში მასალა გადმოცემულია მარტივად გასაგები ენით, აქცენტები დასმულია საკვანძო საკითხებზე. ეს აბიტურიენტს აძლევს საშუალებას ფოკუსირებული იყოს საპროგრამო  საკითხებზე, დაზოგოს დრო და ენერგია. საატესტატო გამოცდის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი კრებულები მოიცავს მცირე თეორიულ ექსკურსს და შესატყვის ტესტურ დავალებებს. გარდა ამისა, წიგნის უკანა ყდაზე მოცემულია უნიკალური კოდი, რომლის გააქტიურების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია საატესტატო გამოცდის მოდელირება სახლის პირობებში. ყოველი „რაუნდის“ ამოწურვის შემდეგ ის ხედავს თავის მიღწევის დონეს და ასევე აქვს საშუალება, გადაამოწმოს პასუხები.

ეს საგანმანათლებლო რესურსები უკვე რამდენიმე წელია ბაზარზე გამოვიდა და ის დიდი პოპულარობით სარგებლობს სასკოლო საზოგადოებაში, რადგან ორიენტირებულია გარანტირებულ შედეგსა და მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებაზე.

www.sulakauri.ge

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური