GE

საახალწლო კონცერტი SANGU-ში

28 დეკემბერს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა საახალწლო საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს SANGU-ს სტუდენტებმა და ბენდმა “ჟოლომ”.

სტუდენტებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, პროფესორებმა: ევა გოცირიძემ, თეა გოგოტიშვილმა, დიმიტრი ნადირაშვილმა, კობა გელაშვილმა, ზურაბ ბერიამ და ოთარ მათეშვილმა.

კონცერტი COVID-რეგულაციების დაცვით გაიმართა, ღონისძიების მსვლელობის დროს შეგროვილი თანხა მოხმარდება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფ პაციენტებს.

კონცერტის დასასრულს გაიმართა “SECRET SANTA”-ს საჩუქრების გადაცემის ცერემონია.

ფოტოალბომი იხილეთ ბმულზე

წმ.ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური