GE

საბავშვო ბაგა–ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის ვადები ცნობილია – პროცედურები

2017-2018 სააღმზრდელო წლისთვის, თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისს 13:00 საათზე დაიწყება.

როგორც  EDU.ARIS.GE-ს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, წელს სულ 13 000–მდე აღსაზრდელის დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი.

როგორც საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რეგისტრაციის პროცესი ორი ეტაპისგან შედგება.

პირველი ეტაპი – 7 ივლისიდან რეგისტრირდებიან იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების 2-დან 6-წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს.

ასევე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და სსიპ “სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ” ფილიალის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, (მოწერილობის საფუძველზე).

ასევე, რეგისტრირდებიან ბავშვები, რომელთა და ან ძმა დადის ამ საბავშვო ბაღში. გარდა ამისა, პირველივე ეტაპზე შეუძლია დარეგისტრირდეს 2015 წლის 13 ივნისის სტიქიისას დაზარალებული ოჯახების შვილები.

მეორე ეტაპზე კი ყველა დანარჩენი კატეგორიის ბავშვის დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი – მეორე ეტაპის რეგისტრაცია 14 ივლისიდან, 13:00 საათზე დაიწყება.

“სააღმრზდელო წლისათვის ბაგა ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია ბავშვებისათვის, რომლებიც არიან 2 წლის, ასევე, ბავშვები, რომლებსაც არ შესრულებიათ 6 წელი სააღმზრდელო პროცესის დაწყებისთვის. მშობლებმა შვილები ამ ელექტრონულ მისამართზე უნდა დაარეგისტრირონ”, – განუცხადეს  EDU.ARIS.GE-ს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური