GE

„საბავშვო ბაღებში ხელფასების ზრდას ვგეგმავთ“ – დეპუტატი

პარლამენტის 8 ივნისის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერი კოლეგის ბადრი ჯაფარიძის საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღებში დასაქემებულთა ხელფასების ზრდა იგეგმება.

დეპუტატის თქმით, ტყუილია ოპოზიციის განხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუროკრატიული ხარჯები იზრდება და საქართველოს ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაშია.

„იმის მიუხედავად, რომ საბოტაჟს უწყობდა ოპოზიცია ამ ქვეყანას, პირველი კვარტლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა. ეკონომიკის ზრდის მაღალმა მაჩვენებელმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ სოციალურად დაუცველ ბავშვებს გაუორმაგდა დახმარებები. ჩვენ ვგეგმავთ საბავშვო ბაღში ხელფასების ზრდას. საბავშვო ბაღში დაბალია ხელფასი, დაბალია პედაგოგებისთვის, ამიტომ იქ უნდა გავზარდოთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„საბავშვო ბაღებში პედაგოგების ნაკლებობა ხელს უშლის სასწავლო პროცესის სათანადოდ წარმართვას“ – სახელმწიფო აუდიტის დასკვნა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური