GE

საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებისთვის კსუ კონფერენციას გამართავს – რეგისტრაცია

9 თებერვალს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებისთვის კონფერენცია სახელწოდებით: „ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების და მიდგომების გამოყენება სწავლის პროცესში“ გაიმართება.

კონფერენციის მიზნები:

  • საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს ჩამოყალიბების  ხელშეწყობა;
  • ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მასწავლებელთა შორის პროფესიული ურთიერთობების განვითარება;
  • საჯარო და კერძო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის პედაგოგთა  საქმიანობის სტიმულირება;
  • პედაგოგთა ურთიერთთანამშრომლობის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება;
  • პედაგოგთა კვლევითი საქმიანობის საგნობრივ სტანდარტთან, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან თავსებადობა და რეალურ საბაზრო მოთხოვნებთან დაკავშირება.

 მოთხოვნები მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ:

  • კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლებს;
  • კონფერენციის თემატიკა  შეუზღუდავია, თუმცა ამავე დროს სასურველია მისი თავსებადობა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და საგნობრივ სტანდარტებთან;
  • კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი  უფლებამოსილია არ დაუშვას არასრული დოკუმენტაციის მქონე აპლიკანტი;
  • ერთი მონაწილის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი ან გუნდური ნამუშევრები არ განიხილება;
  • კონფერენციის  მონაწილის ნაშრომის პრეზენტაცია _ 10 წუთი, დებატები _ 5 წუთი.

თეზისი და სრული ნაშრომი უნდა შესრულდეს შემდეგი პარამეტრების დაცვით:

  • თეზისში წარმოდგენილი უნდა იყოს სახელწოდება, საკითხის ფორმულირება, აქტუალურობა, კვლევის სიახლე, მიზნები, ამოცანები, კვლევის მეთოდოლოგია, კვლევის მოსალოდნელი შედეგების  ღირებულება და პრაქტიკული გამოყენება.
  • თეზისი უნდა შედგებოდეს არა უმეტეს  300 სიტყვისგან.
  • საკითხის აქტუალურობა: რამდენად მნიშვნელოვანია მოცემული საკითხი განათლების სისტემისთვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ  კვლევები, ანგარიშები, რეკომენდაციები და ა.შ.;
  • თემის ინოვაციურობა და შემოქმედებითი მიდგომა;
  • ნაშრომის სიახლე და პოტენციური წვლილი არსებული პრაქტიკის  გაუმჯობესებაში;
  • ნაშრომის ტექნიკური გამართულობა: აბსტრაქტი დაწერილი უნდა იყოს  აკადემიური ენით, სათაური  უნდა შეესაბამებოდეს თემის შინაარსს, აბსტრაქტის შემადგენელი ნაწილები ლოგიკურად  უნდა ებმებოდეს ერთმანეთს.

შევსებული სარეგისტრაციო ანკეტა გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: teachersconference@ciu.edu.ge

  სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ დანართად (დანართი N 1)

  • კონფერენციის სრულ ნაშრომში წარმოდგენილი უნდა იყოს თეზისში მოცემული საკითხების ვრცელი ვერსია და გამოყენებული ლიტერატურა.  სრული ნაშრომის წინასწარ გადმოგზავნა სავალდებულო არ არის.
  • თეზისისა და სრული ნამუშევრის ტექნიკური მახასიათებლები: ტექსტის შრიფტი – Sylfaen; ზომები – ნაშრომის სახელწოდება – 14 Bold, ძირითადი ტექსტი – 12, ინტერვალი – 1.5.

სამუშაო ენა: ქართული

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება  შეუძლია ნებისმიერი საგნის მასწავლებელს.

მნიშვნელოვანი თარიღები:

14.01.2018 კონფერენციის სარეგისტრაციო განაცხადისა და თეზისების გადმოგზავნის ბოლო        ვადა;

22-23.01.2018 თეზისების განხილვის შედეგად, აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას

კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით;

09.02.2018 კონფერენციის გახსნა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის ავტორსა და ხელმძღვანელს მარინა უგულავას შემდეგ ნომერზე: 577211444

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური