GE

„საბუნებისმეტყველო საგნების წახალისებამ შედეგი ვერც საქართველოში გამოიღო“

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ჯოანა ბაირდის შეფასებით, სახელმწიფოს მიერ საბუნებისმეტყველო საგნების წახალისებამ, შედეგი ვერც საქართველოში გამოიღო. ამის შესახებ მან საერთაშორისო კონფერენციის „განათლების შეფასება, როგორც სოციალური ბერკეტი“ ფარგლებში ისაუბრა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის განათლების  დეპარტამენტის დირექტორი  კონფერენციაზე საკუთარი კვლევის თემით გამოვიდა. იგი განათლების შეფასებას პოლიტიკის სფეროში ახდენს.

„ზოგადად ეს კონფერენცია იყო შეფასება, როგორც სოციალური ბერკეტი და მე ვისაუბრე ჩემი კვლევის თემიდან გამომდინარე, რაც არის შეფასება, როგორც პოლიტიკის ბერკეტი, ანუ რა კავშირი აქვს პოლიტიკას და შეფასებას, როგორც მეცნიერების, ერთ-ერთ დარგს. რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკის წარმოებას და მიღებას.

მე ძალიან ბევრი ინფორმაცია არ მქონდა ქართულ რეალობასთან დაკავშირებით, მაგრამ რასაც გავეცანი თემიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა საქართველოში ეროვნული გამოცდების კუთხით. ეროვნულმა გამოცდებმა განაპირობა, რომ  გამოცდაზე  გადაწერის შანსი დავიდა ნულამდე. ზოგადად ნიშანი, მიღებული ქულა, უნდა იყოს ყოველთვის ყველაზე ობიექტური და განმსაზღვრელი გამოცდების ჩაბარების შემდეგ“, – ამბობს ჯოანა ბაირდი.

პროფესორმა EDU.ARIS.GE-თან საუბრისას იმ პრიორიტეტებზეც ისაუბრა, რის გატარებაც სახელმწიფოს სტუდენტებისა და აბიტურიენტების წახალისების მიზნით დასჭირდა. პროფესორი აღნიშნავს, რომ ისევე როგორც საქართველოში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სპეციალური წახალისება საბუნებისმეტყველო საგნებს დაჭირდა, მაგრამ საჭირო შედეგი ვერ გამოიღო ვინაიდან გახარჯული ფინანსური რესურსის მიუხედავად, ხშირად, სტუდენტები მაინც კონკურენტულ პროფესიებზე გადადიან.

„საბუნებისმეტყველო დარგებში ჩვენც ზუსტად ანალოგიური დამოკიდებულება გვაქვს როგორიც საქართველოში. წინა წლების განმავლობაშიც და ახლაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით,  ძალიან ბევრი ქვეყანა აქცევს დიდ ყურადღებას ამ საგნებს, ძალიან ბევრი საგრანტო პროგრამაა, მაგრამ მთავარი პრობლემა ამ მიმართულებით არის ის, რომ საბუნებისმეტყველო მიმართულებით კი სწავლობენ ბავშვები, სარგებლობენ შეღავათებით, მაგრამ აღმოჩნდება, რომ საბოლოოდ ისინი გადადიან ეკონომიკაზე ან სხვა კონკურენტულ საგანზე“, – განაცხადა ჯოანა ბაირდმა.

ზალცბურგის უნივერსიტეტის მკვლევარი ქართველ მასწავლებლებს: იყავით ცნობისმოყვარეები!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური