GE

საჯარო ლექცია თემაზე: ,,პერიო და ორსულობა’’ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

10 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: ,,პერიო და ორსულობა’’.

პროექტი ,,პერიო და ორსულობა’’ ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის(EFP) პროდუქტს წარმოადგენს და საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის ეგიდით ხორციელდება.

პროექტის მიზანია, ორსულთა პირის ღრუს მდგომარეობის გაუმჯობესება, ცნობიერების ამაღლება ორსულობის დროს პირის ღრუს სანაციის აუცილებლობაზე, გინეკოლოგების, რეპროდუქტოლოგებისა და პედიატრების მომზადება.

ერთად დავამსხვრიოთ მითი იმის შესახებ, რომ ორსულობისას სტომატოლოგთან ვიზიტი სახიფათოა!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური