საჯარო სკოლების მოსწავლეები იმერეთში ახალი მეუფის წარდგენის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
ქუთაისში, სინოდის მიერ რამდენიმე დღის წინ ქუთაის-გაენათის ეპარქიის ხელმძღვანელად დადგენილი, მიტროპოლიტ იოანე გამრეკელისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და ფოლკლორული ანსამბლის წევრებმა, საგალობლები შეასრულეს და რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ამონარიდები წარადგინეს.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, სასულიერო პირები და იმერეთის რეგიონში მოღვაწე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის ახალი ხელმძღვანელი, წმინდა სინოდმა ეპარქიის მმართველის მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების გამო, გაამწესა.
- ქარის შედეგად დაზიანებული 20 საჯარო სკოლა შეკეთდება – სკოლების სია by ინფოLIFE
- 500 ლარი მენტორი მასწავლებლებისთვის და 1000-ლარიანი ჯილდო გრანტის მქონე აბიტურიენტებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში by ინფოLIFE
- სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ინფორმაცია მეილზე მიიღეს – სწავლა შეწყვეტილია by ინფოLIFE