GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

14 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრა გაიმართა. კონფერენცია სახელწოდებით „ადამიანის უფლებები, მიღწევები და გამოწვევები“ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. უნივერსიტეტს საქართველოს და ევროპის ხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები და პროფესორები სტუმრობდნენ.

კონფერნცია კსუ-ის რექტორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაზე განხილული მასალების გამოქვეყნების სურვილი კემბრიჯის უნივერსიტეტმა გამოთქვა.

„კონფერენცია ეძღვნებოდა ადმიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70 წლისთავს. ძალიან საინტერესო გამოვიდა, შვიდი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ყველაზე სასიქადულო და საამაყო არის ის, რომ  კემბრიჯის უნივერსიტეტმა  გამოთქვა სურვილი კონფერენციაზე წარმოდგენილი მასალები გამოაქვეყნოს. ჩენ ვამაყობთ რომ ვართ ამ კონფერენციის ორგანიზატორები, განხილული პუბლიკაციები სტატიებად გაკეთდება იანვრის ბოლომდე და გამოქვეყნდება“, – აღნიშნა კახაბერ კორძაიამ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

კსუ-ის სამართლის  სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელ მინდია უგრეხელიძის განმარტებით, კი მეცნიერების განვითარება და ინტერნაციონალიზაცია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მსგავსი შეხვდრები კი ამის ერთ-ერთი საფუძველია.

„ვიმყოფებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი უმაღლესი სასწავლებელი გახლავთ. მან განსაკუთრებით გაააქტიურა თავის ძიებანი ამ ბოლო დროს და იზრუნა მეცნიერების განვითრებაზე, მათ შორის ისეთ მიმართულებაზე მეცნიერებაში როგორიცაა ინტერნაციონალიზაცია. დღევანდელი კონფერენცია ეძღვნება ადამიანის უფლებებს. 10 დეკემბერს აღინიშნა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის იუბილე.

დეკლარაციის, რომელიც მიღებული იქნა ომის შემდგომ და რომელმაც შეაჯამა ის მწარე გამოცდილება, რაც კაცობრიობამ მიიღო პირველი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ყოველივე რაც კი ამ დეკლარაციის შემდეგ შექმნილა ადამიანის უფლებათა დარგში: ყველა პაქტი, კონვენცია თუ საერთაშორისო ხელშეკრულება, ეფუძნება საყოველთაო დეკლარაციას. ამ თვალსაზრისით აღნიშნული კონფერენციის ჩატარება არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ის ერთის მხრივ მოახდენს ჩვენი ახალგაზრდა ძალების დათვალიერებას, მეორეს მხრივ  მოიზიდავს უცხოელ სპეციალისტებს. მათ ეცოდინებათ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კერა, მნიშვნელოვანი ჰაბი ადამიანის უფლებებზე ზრუნვისა და განვითარების. მსგავს საკითხებზე  მუშაობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას. გამოვთქვამ ღრმა რწმენას, რომ კონფერენცია წარმატებული იქნება“,- განაცხადა მინდია უგრეხელიძემ  EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე 20-მდე სხვადასხვა  მოხსენება მოისმინეს, მათ შორის 8 უცხოელი პროფესორის მიერ იყო წარმოდგენილი. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მთავარი მიზანი სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა და ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და დოქტორანტთა შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების ხელშეწყობა იყო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური