GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია-გარემო და გლობალური დათბობა
ფოტო –
1086

15 სექტემბერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში საერთაშორისო  სამეცნიერო კონფერენცია თემაზე “გარემო და გლობალური დათბობა” დაიწყება.

კონფერენცია გამოჩენილი გეოგრაფის, კლიმატოლოგისა და აგრომეტეოროლოგის, აკადემიკოს თეოფანე დავითაიას დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები კრებულად გამოიცემა.

სამეცნიერო კონფერენცია 17 სექტემბრამდე გასტანს.

edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი