GE

საერთო სამაგისტრო გამოცდაზე და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაციის ვადები – 2019 წელი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლისთვის რეგისტრაცია საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 12 მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (online.naec.ge) ელექტრონულად უნდა გაიარონ.

აღსანიშნავია, რომ სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატები ვეღარ დარეგისტრირდებიან. რეგისტრირებულ კანდიდატებს კი ტესტის ტიპის შეცვლა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.

მაგისტრანტობის მსურველი რეგისტრაციის დროს არ უთითებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროგრამას. აპლიკანტიუნდა დაუკავშირდეს უმაღლეს სასწავლებელს/სასწავლებლებს და გაარკვიოს ინფორმაცია შიდა სასპეციალიზაციომისაღები გამოცდების შესახებ.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.

რეგისტრაციისათვის მონაწილეებს დასჭირდებათ: 

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ელექტრონული ფოსტა;

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

  • ცენტრის ვებგვერდიდან იხ. ბმული – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • “საქართველოს ბანკის” სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე ipay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • “საქართველოს ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • “საქართველოს ბანკის” ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • “თიბისი ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • PayBox-ის თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის ტესტირება ქართულ ენაზე ტარდება.

ასევე იხილეთ:

2019 წლის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი უნივერსიტეტების მიხედვით

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ცნობარი

ვინ და როდის უნდა წარადგინოს “ნაეკში” სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ცნობა ჯანმრთელობის შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური