GE

საფრანგეთში მოზარდების ასაცრელად Moderna-ს ვაქცინასაც გამოიყენებენ

საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესმა კომიტეტმა 12-17 წლის მოზარდებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა.

მანამდე, 23 ივლისს, იგივე გადაწყვეტილება Moderna-ს ვაქცინის 12-17 წლის პირებში გამოყენების შესახებ ევროპის წამლის სააგენტომ მიიღო.

7 ივნისს ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Moderna-მ ევროპის წამლის სააგენტოს თავისი ვაქცინის მოზარდებში გამოყენების დაშვების თხოვნით მიმართა.

მაისის ბოლოს Moderna-მ 12-დან 17 წლამდე ასაკის 3 700-ზე მეტ პირზე კლინიკური კვლევების სრული შედეგები გამოაქვეყნა.

„ჩვენ გამხნევებულნი ვართ იმით, რომ Moderna-ს ვაქცინა ძალიან ეფექტური აღმოჩნდა მოზარდებში ვირუსის პრევენციის კუთხით“, – აღნიშნა კომპანია Moderna-ს ხელმძღვანელმა, სტივენ ბანსელმა.

28 მაისს ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის ვაქცინაციის პროტოკოლი იგივე იქნება, როგორც სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რაც ვაქცინის ორი დოზის მიღებას გულისხმობს.

31 მაისს კი ევროკომისიამ 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება დაამტკიცა.

წყარო: imedinews

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური