GE

საგამოცდო ბარათის მიღების ინსტრუქცია 2017 წლის ეროვნული გამოცდებისთვის

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა ივნისის ბოლოდან უკვე შესაძლებელი იქნება. 

როგორც ცნობილია, 2017 წელს ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ბარათის მიღების წესი და მისი ფორმა განსხვავებულია.

საგამოცდო ბარათებს აბიტურიენტები, მაგისტრობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მასწავლებლები ან მასწავლებლობის მსურველები, თავიანთი პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან (გვერდი, სადაც აპლიკანტი ირჩევს გამოცდებს, ნახულობს შედეგებს) თავად ამობეჭდავენ.

პ რ ო ც ე დ უ რ ა

აპლიკანტი ნებისმიერი ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერის გამოყენებით, რომელიც, თავის მხრივ უერთდება პრინტერს, შედის მის პირად გვერდზე, რომელიც მას გამოცდაზე რეგისტრაციის შემდეგ მიენიჭა. აღნიშნულ გვერდზე მას უჩნდება საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის ნიშანი/ფუნქცია და მასზე დაკლიკებით ბეჭდავს ბარათს. ამობეჭდილ ფურცელზე დატანილი ინფორმაცია უნდა ჩანდეს გარკვევით და იკითხებოდეს უპრობლემოდ.

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა შესაძლებელია სასურველი რაოდენობით, არაერთხელ, რაც აპლიკანტს აარიდებს ისეთ პრობლემას როგორიცაა ბარათის დაკარგვა ან დაზიანება. ეს არ იქნება პატარა ბარათი, არამედ  A4 ფორმატის ფურცელი. რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია საგამოცდო ცენტრების ადგილმდებარეობის და ნომრის შესახებ, თითოეული გამოცდის თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო. ასევე იმ მარშრუტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც აპლიკანტების ცენტრამდე გადაადგილებას უზრუნველყოფენ.

აბიტურიენტებმა, მაგისტრობის მსურველებმა და მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულებმა გამოცდების ცენტრის გვერდს ყურადღება 15 ივნისის შემდეგ უნდა მიაქციონ. გვერდი გაავრცელებს ინფორმაციას და სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდება პირად სარეგისტრაციო გვერდზეც ამობეჭდვის სპეციალური ნიშანი.

განახლებადი ინფორმაციები გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური