GE

საგამოცდო პროცესი 2022 წლის აბიტურიენტებისთვის – ანუ რა გველის იქ

2022 წლის აბიტურიენტებს უკვე გავუზიარეთ არაერთი საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ზაფხულის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებამდე უნდა იცოდნენ. მაგრამ არანაკლებ საინტერესოა რა ხდება თავად გამოცდის დღეს, როგორია წესები, რომელიც აპლიკანტებმა საგამოცდო პროცესში უნდა დაიცვან, რა ნივთები უნდა ჰქონდეთ და რა ეკრძალებათ.

EDU.ARIS.GE 2022 წლის აბიტურიენტის ცნობარზე დაყრდნობით ყველა ზემოაღნიშნულ საკითხზე შესაბამის პასუხს ამ სტატიაში წარმოგიდგენთ:

ინფორმაცია საგამოცდო პროცესის შესახებ

გამოცდები 2022 წელსაც ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება: ფორმატი ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. გამოცდაში მონაწილე პირი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი, ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს.

რა პროცედურებს გადის აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში გამოცხადების შემდეგ

  • აბიტურიენტი ცხადდება საგამოცდო ბარათზე მოცემულ საგამოცდო ცენტრში მითითებულ დროს;
  • რეგისტრაციის გავლამდე აბარებს ზედმეტ ნივთებს;
  • რეგისტრაციის გავლის შემდეგ იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს შესაბამის სექტორში;
  • აბიტურიენტი მიიღებს პასუხების ფურცელს და ფურცელს შავი სამუშაოსათვის,
    ასევე გამოცდით გათვალისწინებულ დამხმარე მასალას მ(აგ.: რუკა,
    მენდელეევის ტაბულა). აბიტურიენტს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია გამოიყენოს საკუთარი შავი ფერის გელიანი (ე. წ. ტუშის) კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით; ანონიმურობის უზრუნველსაყოფად პასუხების ფურცელზე დაიკვრება ინდივიდუალური შტრიხკოდი;
  • განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პასუხების ფურცლის დაუზიანებლობას. არ შეიძლება მისი დაკეცვა ან დაჭმუჭვნა, რაიმე ჩანაწერის გაკეთება (რომელიც არ ეხება ტესტის კითხვების პასუხს).
  • სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი;
  • ყველა საგამოცდო ცენტრში, რეგისტრაციის სივრცესა და სექტორში დამონტაჟებული იქნება ვიდეოკამერა, ჩაიწერება მთელი საგამოცდო პროცესი და შეიქმნება ვიდეოარქივი;
  • საგამოცდო დროის ამოწურვის ან აბიტურიენტის მიერ სამუშაოს ადრე დასრულების შემთხვევაში, დამკვირვებელი ამოწმებს აბიტურიენტის პასუხების ფურცლისა და შტრიხკოდის დაუზიანებლობას, რასაც აბიტურიენტი ადასტურებს უწყისში ხელმოწერით და ამის შემდეგ დამკვირვებელს აბარებს ნამუშევარს;
  • საგამოცდო პროცესი ამით სრულდება. პასუხების ფურცლები ილუქება და იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, თუ მიაჩნია, რომ გამოცდის მიმდინარეობისას მის მიმართ დაირღვა დადგენილი წესები ან ტესტირების პროცედურები?

ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა გამოცდის დღის 21:00 საათამდე განცხადებით უნდა მიმართოს (ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე განაცხადი) იმ საგამოცდო ცენტრის ადმინისტრაციას, რომელშიც ჩააბარა გამოცდა. განცხადება საპრეტენზიო კომისიას გადაეცემა არაუგვიანეს მომდევნო დღისა და განიხილება მიღებიდან ხუთი დღის ვადაში. პასუხს განმცხადებელი გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში შეიტყობს.

პროცედურა გამოცდის დაწყებამდე და წესები, რომელიც უნდა დაიცვათ გამოცდის მიმდინარეობისას:

ჩამოთვლილის გარდა, ნებისმიერი სხვა წესის დარღვევისას, აბიტურიენტი იღებს გაფრთხილებას. მეორე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, დამკვირვებელი ვალდებულია გამოცდიდან მოხსნას აბიტურიენტი.

გამოცდაზე დროის დამატების საკითხი და პასუხების ფურცლის ჩაბარების პროცედურა

დრო ემატებათ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც წინასწარ მოითხოვეს სპეციალური პირობების შექმნა და წარმოადგინეს შესაბამისი სამედიცინო ცნობა, რის საფუძველზეც ცენტრში შექმნილმა კომისიამ (რეგისტრირებულ ფუნქციონალური დარღვევის მქონე აპლიკანტთა მიერ წარმოდგენილი ცნობების განხილვის თაობაზე შექმნილი კომისია) დროის დამატებასთან დაკავშირებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

თუ დროზე ადრე დაასრულებთ მუშაობას, მიმართავთ დამკვირვებელს, რომელსაც დადგენილი წესით ჩააბარებთ პასუხების ფურცელს, ასევე შავი სამუშაოსთვის განკუთვნილ ფურცელს. პასუხების ფურცლის ჩაბარების ფაქტს ხელმოწერით დაადასტურებთ სექტორის უწყისში. ნაშრომის ჩაბარების შემდეგ კი დატოვებთ საგამოცდო სექტორს. აბიტურიენტი ფურცელს. პასუხების ფურცლის ჩაბარების ფაქტს ხელმოწერით დაადასტურებთ სექტორის უწყისში. ნაშრომის ჩაბარების შემდეგ კი დატოვებთ საგამოცდო სექტორს. აბიტურიენტი უნდა დაემორჩილოს დამკვირვებლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მათ შორის, გადაწყვეტილებას გამოცდიდან მოხსნის თაობაზე.

გაითვალისწინეთ, ნაშრომი არ გასწორდება, თუ:

  • პასუხების ფურცელი ან შტრიხკოდი დაზიანებულია;
  • აბიტურიენტი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ ჩააბარებს პასუხების ფურცელს;
  • პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.

აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება აბიტურიენტის ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე.

გახსოვდეთ, არ შეიძლება:

  • პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება, დაზიანება და ა. შ.;
  • გამოცდის მიმდინარეობისას აბიტურიენტების ერთმანეთთან გადალაპარაკება;
  • დახმარების მცდელობა ან სხვა პირისაგან დახმარების მიღება;
  • დახმარების აღმოჩენის/მიღების ან საუბრის შემთხვევაში აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას (გაითვალისწინეთ, რომ განმეორებითი გაფრთხილების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება გამოცდიდან).

სად და როგორ შეიტყობენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ნაშრომების გასწორების პროცესის დასრულების შემდგომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები – აბიტურიენტების მიერ თითოეულ საგანში მიღებული ნედლი ქულა. ყველა აბიტურიენტს ექნება შესაძლებლობა, ნახოს პასუხების ფურცლები, რომლებიც განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. აბიტურიენტი სპეციალური საძიებო სისტემის მეშვეობით – საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით, შეძლებს იხილოს და ამობეჭდოს პასუხების ფურცლის ასლი სასურველ საგანში.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებათი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური