GE

საგამოცდო პროგრამები პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის – 2019 წელი

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებს რეგისტრაციისთვის ცოტა დრო რჩებათ. 2019 წლის საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გამოცდების ჩანიშვნამდე აპლიკანტებს შეუძლიათ თვალი გადაავლონ და იხელმძღვანელონ ქვემოთ მოცემული საგამოცდო პროგრამებითა და გასული წლების პროფესიული პროგრამების ტესტების ნიმუშებით. ​

იხილეთ 2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები

იხილეთ გასული წლების პროფესიული პროგრამების ტესტების ნიმუშები

შეგახსენებთ, რომ აპლიკანტები პირადობის მოწმობით რეგისტრაციას გაივლიან საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. მათ ასევე საშუალება აქვთ გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებგვერდის მეშვეობით.

წელს პირველად, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით აპლიკანტებს მიეცემათ შესაძლებლობა დუალურ პროგრამებზე ჩაირიცხონ პროფესიული ტესტირების (გამოცდის) გარეშე. მხოლოდ პარტნიორ კერძო კომპანიასთან წარმატებით გავლილი გასაუბრების საფუძველზე.

ცნობისთვის, აპლიკანტებს, რომლებიც 2019 წლის გაზაფხულზე პროფესიულ ტესტირებაზე ჩაიჭრნენ, შესაძლებლობა აქვთ მიღებული ქულები ერთჯერადად ისევ გამოიყენონ. ამ შესაძლებლობას პროფესიული განათლების მიღების მსურველებს მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულება“ აძლევს.

ასევე იხილეთ:

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის საგამოცდო რეგისტრაცია დაიწყო – პროცედურები საშემოდგომო მიღებისთვის

დუალურ პროგრამებზე მსურველები ტესტირების გარეშე ჩაირიცხებიან, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს კი სიახლე ელით

გაზაფხულის პროფესიულ ტესტირებაზე ჩაჭრილ პირებს ქულების გამოყენების შესაძლებლობა აქვთ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური