GE

„საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის სკოლები არის მაღალი რისკის მატარებელი“ – მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ბოლო დღეებია ქვეყანაში, ეპიდემიის კუთხით, გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საგანმანათლებლო დაწესებულებები მაღალი რიკის მატარებელ ობიქტებად რჩებიან. ამის შესახებ მან მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„ჯერ კიდევ არის მნიშვნელოვანი აქტივობები ჩასატარებელი, საჭიროა სტაბილიზაციის შენარჩუნება და შეიძლებ რეგიონების მიხედვით ვისაუბროთ შეზღუდვების შემსუბუქებაზე. ზოგადად გამოცდილება და სხვა ქვეყნების რისკის შეფასების მაჩვენებელი მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაღალი რისკის მატარებელია, ასევე საზოგადოებრივი კვების ობიექტები არის მაღალი რისკის მატარებელი და საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის სკოლები არის მაღალი რისკის მატარებელი. როგორც დავიწყეთ შეზღუდვების დაწესება იგივე თანმიმდევრობით არის რეკომენდებული უკან დავბრუნდეთ და ყველაზე ადრე გაიხსნას ის დაწესებულება, რომელიც ნაკლები რისკის მატარებელია და ამავე დროს არის მაქსიმალურად აუცილებელი ბაზისური სოციალური საქმიანობისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვები 2021 წლის პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდა. ამ ფონზე კვლავ უცნობი რჩება რა ფორმატით და რა რეჟიმში გაგრძელდება სასწავლო პროცესი ქვეყნის დიდ ქალაქებსა და რეგიონებში, განათლების სამინისტროს ამის შესახებ განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური