GE

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის შესახებ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა

განათლების მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შევიდა „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ ბრძანებაში. კერძოდ, ჩამოყალიბდა მოქმედების პრინციპი უნივერსიტეტებისთის, რომელთაც კანონის შესაბამისად შეეზღუდათ სტუდენტების მიღება.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც შეეზღუდა სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლება, ამ შეზღუდვის ძალაში შესვლიდან 4 თვის გასვლის შემდგომ უფლებამოსილია ცენტრში წარადგინოს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასა და საბჭოს სხდომის ოქმში დაფიქსირებული რეკომენდაციების გამოსწორების შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზეც ცენტრი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახორციელებს მონიტორინგს.

იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეზღუდვისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 4 თვით ადრე არ წარმოადგენს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასა და საბჭოს სხდომის ოქმში დაფიქსირებული რეკომენდაციების გამოსწორების შესახებ ანგარიშს, ცენტრი საკუთარი ინიციატივით ახორციელებს მონიტორინგს.

მონიტორინგის შედეგად, შესაძლებელია, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით:

ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მოეხსნას სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების შეზღუდვა;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ძალაში დარჩეს სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება;

გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ხელახლა შეეზღუდოს სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლება;

დ) გაუქმდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია.“

გარდა ამისა, „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურის“ შესახებ1​8 მუხლის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის 1​9 მუხლი:

“საფასური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით ანგარიშის წარმოდგენისათვის

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით ანგარიშის წარმოდგენისათვის, რომლის საფუძველზეც განხორციელდება ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების (მონიტორინგის) პროცესი, საფასური გამოითვლება კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით და შეადგენს:

საფასური

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური