GE

საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გაფორმდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში საგრანტო კონკურსში „მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება აღმოსავლეთ საქართველოს მცირეკონტინგენტიანსკოლებში“გამარჯვებულ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გაფორმდა. საგრანტო პროექტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი განახორციელებენ.

საგრანტო კონკურსის მიზანია, მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლების პროფესიული უნარების გაუმჯობესება საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის კუთხით.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა შეეძლო განათლების სფეროში მოქმედ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.

მომსახურების დეცენტრალიზაციის პროცესი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2016 წლის ბოლოს დაიწყო და სამომავლოდ არაერთ მსგავს ღონისძიებას გეგმავს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური