GE

„საკითხებიდან მხოლოდ დოჩანაშვილი და ვეფხისტყაოსანი მახსოვს” – მესამე სესიიდან გამოსული აბიტურიენტი

დღეს 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღეა. ამ წუთებში აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას მესამე სესიაზე აბარებენ.

175-ე სკოლაში მდებარე საგამოცდი ცენტრიდან უკვე გამოვიდა პირველი აბიტურიენტი. მან გამოცდა დაწყებიდან დაახლოებით ნახევარ საათში დატოვა. როგორც აბიტურიენტმა EDU.ARIS.GE-სთან აღნიშნა, ასე ადრე თავისი სურვილით გამოვიდა და რეგისტრაციიდან არ მოუხსნიათ – “უბრალოდ გამოვედი, რეგისტრაციიდან არ მოვუხსნივარ”.

რაც შეეხება გამოცდაზე მოსულ საკითხებს, აბიტურიენტის თქმით, მხოლოდ დოჩანაშვილი და “ვეფხისტყაოსანი” ახსოვს, სხვა დეტალები კი აღარ დაუკონკრეტებია.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური