GE

„საკმარისი არ არის ცოდნა მიიღონ სკოლებში, ყურადღება უნდა მივაქციოთ აღზრდას“ – ილია II

დღეს, ქადაგების დროს, ბოლო დროს მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის შესახებ ისაუბრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

პატრიარქის თქმით, მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ბავშვების აღზრდას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

„ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვების აღზრდას. საკმარისი არ არის ცოდნა მიიღონ სკოლებში. ყურადღება უნდა მივაქციოთ აღზრდას და, განსაკუთრებით, სულიერ აღზრდას. ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ამის შესახებ. სკოლაში უნდა იყოს, ალბათ, რელიგიის ისტორია, სულიერობის საკითხები, “ – აღნიშნა ილია მეორემ.

ხორავას ქუჩაზე 1-ლ დეკემბერს არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა. მიმდინარე წლის 2 დეკემბერს კი17 წლის ახალგაზრდას წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით, გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.

ამავე თემაზე:

მინისტრი: საპატრულო პოლიციის ფუნქცია სკოლების მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება იქნება

განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შექმნეს

პრემიერის თხოვნა განათლების მინისტრს – გავააქტიუროთ საუბრები ახალგაზრდებთან, გამოვიტანოთ დასკვნები

გართობიდან სადიზმამდე – კომპიუტერული თამაშების ბეწვის ხიდი და აგრესია მოზარდებში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური