GE

სამაგისტრო გამოცდებზე კოვიდ 19-ის დიაგნოზის გამო, 400-მდე აპლიკანტი ვერ გამოცხადდა

30 ივლისს, 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, მაგისტრობის მსურველთა გამოცდების ძირითადი სესიები დასრულდა. კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების გამო, სამაგისტრო გამოცდებზე ჯამში 400 მდე აპლიკანტი ვერ გამოცხადდა, მათგან 130  29 ივლისს სამაგისტრო სესიას გამოეთიშა, 130 კი – 30 ივლისის სესიას.

როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, გამოცდების ცენტრს მაგისტრობის მსურველებისთვის დამატებითი სესიები 3 აგვისტოს მონაცემებით, ჯერ არ დაუნიშნავს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დამატებითი საგამოცდო სესიები ინიშნება იმ გამოსაცდელებისთვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა. ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ცენტრის ვებგვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია. აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. შედეგების გამოქვეყნება უკვე მიმდინარეობს და სვარაუდოდ აგვისტოს პირველ ნახევარში დასრულდება.

2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, უნივერსიტეტის ბაკალავრის საფეხურიდან სამაგისტროზე გადასვლის სურვილი ჯამში 12 800-ზე მეტ აპლიკანტს ჰქონდა გამოხატული.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური