GE

სასწავლო პროცესი სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სკოლაშიც დისტანციურად განახლდა

დღეს, 18 იანვარს 2020-2021 წლის სასწავლო წლის მეორე სემესტრი დაიწყო, რეგიონის სკოლების ნაწილში სწავლა შენობებში განახლდა, ნაწილში კი დისტანციურად. ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, 28 თებერვლამდე ონლაინ სწავლება მშობლებმა და მასწავლებლებმა მოითხოვეს.

ადიგენის, ახალქალაქის, ასპინძის და ნინოწმინდის სკოლებში სწავლა შენობებში განახლდა, გამონაკლისია ნინოწმინდის N4 სკოლა.

რაც შეეხება ახალციხეს და ბორჯომს, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში სკოლების ნაწილში დისტანციურად ისწავლიან. ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული 20 სკოლიდან სწავლა ონლაინ 1–ლ თებერვლამდე მხოლოდ ექვსში განახლდა, ხოლო დანარჩენებში საკლასო ოთახებში.

ქალაქ ახალციხეში მდებარე სკოლებში დისტანციური სწავლების მოთხოვნით მშობლებმა დირექტორების სახელზე განცხადებები უკვე დაწერეს, ისინი ონლაინ სწავლებას თებერვლის ბოლომდე ითხოვენ.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი სრულად ელექტრონული მოდელით, ცხრა სკოლაში დაიწყო, ხოლო 30-ში საკლასო ოთახებში.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური