GE

სამეცნიერო კომიქსების კონკურსი გამოცხადდა – სამ გამარჯვებულს ფულადი პრიზი გადაეცემა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის – „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის სამეცნიერო კომიქსების კონკურსი გამოცხადდა.

სამეცნიერო კომიქსების კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის 12 ოქტომბერს გაიმართება მასტერკლასი სამეცნიერო კომიქსის შექმნის თემაზე, რომელიც კონკურსანტებს ჟანრის სპეციფიკას გააცნობს. კონკურსის ფარგლებში შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები კი გამოიცემა სამეცნიერო კომიქსების კრებულის სახით.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია, ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების გადაკვეთის წერტილი მეცნიერებით დაინტერესების ერთგვარ იმპულსად აქციოს ახალგაზრდებისთვის და ამ გზით ხელი შეუწყოს ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციასა და მის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ისევე როგორც – სამეცნიერო კომიქსის ჟანრისა და სამეცნიერო თემების გააქტიურებას ქართულ სალიტერატურო, სახელოვნებო და საგამომცემლო სივრცეში.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს. საკონკურსო მასალების მიღება 23 სექტემბერს დაიწყო და 3 ნოემბრამდე გასტანს. გამარჯვებულები 10 ნოემბერს გამოვლინდებიან. კონკურსის შედეგად საკონკურსო კომისია გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომლებიც ფულად ჯილდოს მიიღებენ: I ადგილზე გასული 1500 ლარის, II ადგილზე – 1000 ლარის, ხოლო III ადგილზე გასული – 700 ლარის ოდენობით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური