GE

სამეგრელო-ზემო სვანეთში სწავლების დისტანციურ რეჟიმზე 27 საჯარო სკოლა იმყოფება

კორონავირუსის შემთხვევების გამო, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 27 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის რეკომენდაციით, განმუხურის საჯარო სკოლა დღეიდან, 19 აპრილიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

ამასთან, პარასკევს აღმოჩენილი შემთხვევების გამო, დღეიდან 30 აპრილამდე, ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე.

დღეის მდგომარეობით, რეგიონის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზეა სულ 27 სკოლა და სხვადასხვა სკოლის 26 კლასი. ამასთან, რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის გამო, 20 საბავშვო ბაღი დახურულია.

წყარო: 1tv.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური