GE

სამეგრელოს რეგიონის 39 სკოლაში სასწავლო პროცესი ისევ დისტანციურად განახლდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო და კერძო სკოლებმა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განაახლეს. ქალაქ ზუგდიდში კი სწავლება ისევ დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

ზუგდიდში სულ 57 სკოლაა. ზუგდიდის რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ბულიას ინფორმაციით, სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დასწრებით რეჟიმში განახლდა, გათვალისწინებულია ეპიდემიოლოგების რჩევები და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

რეგიონის მასშტაბით, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში განახლდა 208 საჯარო და 11 კერძო სკოლაში. სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს რეგიონის 39 საჯარო სკოლაში.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლების 11 სკოლაში კი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, პირველ თებერვლამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

წყარო: imedinews

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური