GE

სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში სტუმრად საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი იმყოფებოდა

მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში სტუმრად საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში მან სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან და იუნკერებთან თავდაცვის ძალებში განხორციელებულ რეფორმებზე, მიმდინარე ცვლილებებზე, „ამოცანით მართვის“ საჭიროებასა და რესურსების ეფექტურად გამოყენებაზე ისაუბრა.

შეხვედრამ ინტერაქტიულ რეჟიმში ჩაიარა. სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს და იუნკრებს საშუალება მიეცათ უშუალოდ დაესვათ კითხვები სარდლისთვის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ეროვნული თავდაცვის აკადემია (ETA)