GE

სამი მოსწავლე ქუთაისის #9 საჯარო სკოლის მეორე სართულიდან გადმოხტა

ქუთაისის #9 საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულის ფანჯრიდან სამი მოსწავლე გადმოხტა. შემთხვევა ნახევარი საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი მათგანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, სამი მეათეკლასელი ფანჯრიდან იმის გამო გადმოხტა, რომ ისინი მასწავლებელმა გაკვეთილიდან არ გაათავისუფლა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურში განმარტეს, რომ მოზარდი ქვედა კიდურების ტრავმით ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. მოსწავლეს ფეხის მოტეხილობა აღენიშნება.

ქუთაისის N9 სკოლის დირექტორი სოფიო ქუთათელაძე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადაუსტურებს და ამბობს, რომ მეორე სართულიდან 1 ბავშვი გადახტა, რომლის ჯანმრთელობასაც საფრთხე არ ემუქრება.

განმარტებები ასევე გაკეთდა შსს-ში. უწყების ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ -ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

ჟუკა ბანძელაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური