GE

სამინისტრო: დისტანციურ სწავლებაზე 137 სკოლა და 358 კლასი იმყოფება

„გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით საგრძნობლად შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი. დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 137 სკოლა და ცალკეული 358 კლასი“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მიწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყებისვე ცნობით, სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 147 მასწავლებელი.
როგორც უწყება განმარტავს, მესამე კვირაა სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.7%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს.

„ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70,9%“, – აცხადებენ მიხეილ ჩხენკელის უწყებაში.

ასევე იხილეთ:

ნოემბრის ბოლო კვირაში ონლაინ სწავლების სურვილი 5 542-მა მოსწავლემ გამოთქვა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური