GE

სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერიის სტუდენტური კლუბის საქმიანობის ანგარიში და სამოქმედო გეგმის წარდგენა

5 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლასთან არსებული სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერიის სტუდენტური კლუბი Ilia State ASCE Student Chapter ახალ პრეზიდენტს აირჩევს და კლუბის სამოქმედო გეგმას წარადგენს.

Ilia State ASCE Student Chapter შესახებ

სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერიის სტუდენტური კლუბი Ilia State ASCE Student ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლასთან აფილიაციით 2020 წელს დაფუძნდა.

კლუბმა საქმიანობის ერთი წლის თავზე, 2021 წლის 27 ოქტომბერს, ამერიკის სამოქალაქო ინჟინერთა საერთაშორისო საზოგადოების აღიარება მოიპოვა და ამ საზოგადოების სტუდენტური მიმართულების ქსელის ოფიციალური წევრი გახდა.

ამერიკის სამოქალაქო ინჟინერთა საერთაშორისო საზოგადოების შესახებ

ამერიკის სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოება აშშ-ში მე-19 საუკუნეში დაარსებული ერთ-ერთი უძველესი პროფესიული საზოგადოებაა, რომელიც დღეისთვის მსოფლიოს 177 ქვეყნის 150 000 პროფესიონალ ინჟინერს აერთიანებს.

ამერიკის სამოქალაქო ინჟინერთა საერთაშორისო სტუდენტური მიმართულების წევრობა

რაც შეეხება საზოგადოების სტუდენტურ მიმართულებას, ის აშშ-ის 50 შტატსა და მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში ქმნის მსგავსი სტუდენტური კლუბების საერთაშორისო ქსელს. აქტივობები კი მოიცავს მოწვეულ პროფესიონალ ინჟინრებთან შეხვედრებს, საველე დაკვირვებებს სამშენებლო ობიექტებზე, სტუდენტურ პრეზენტაციებს, დარგის განვითარებაზე ორიენტირებულ სტუდენტურ ინიციატივებს და სხვ.

განრიგი

20:00-20:05 – ღონისძიების გახსნა
20:05-20:15 – კლუბის პრეზენტაცია და კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების წარდგენა, პროფესორი ვახტანგ ბალავაძე, ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის ხელმძღვანელი
20:15-20:25 – ჩართვა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სათავო ოფისიდან (აშშ, კალიფორნია), იანუშ სუპერნაკი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო, სამშენებლო და გარემოს ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
20:25-20:35 – კლუბის საქმიანობა (2020 – 2021) – განვლილი გზა და საერთაშორისო აღიარება, კლუბის არჩეული პრეზიდენტი (2020-2021) ირაკლი ამბოკაძე და ვიცე-პრეზიდენტი ანა პავლიაშვილი
20:35-20:45 – კლუბის გეგმები და შესაძლებლობები, კლუბის ახლად არჩეული პრეზიდენტი
20:45-21:00 – კითხვა-პასუხის სესია

დრო: 5 მაისი, 20:00 საათი

ფორმატი: ჰიბრიდული, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. დაინტერესებულმა პირებმა სარეგისტრაციო ფორმაში უნდა მიუთითონ დასწრების სასურველი ფორმატი (ფიზიკურ სივრცეში / ონლაინ).

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2 მაისი, 23:59 საათი

მონაწილეები შერჩეული ფორმატის შესაბამისად მიიღებენ დასასწრებად საჭირო ინფორმაციას (ფიზიკურ ფორმატში დასწრების მსურველები – მისამართს, ხოლო ონლაინ დასწრების მსურველები – ზუმის ბმულს)

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm