GE

სამოქალაქო განათლების, ბუნებისმეტყველების, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ტესტირების შედეგები გამოქვეყნდა

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ტესტირების შედეგების გამოცხადება 26 ნოემბრიდან დაიწყო. დღეს გამოქვეყნდა სამოქალაქო განათლების, ბუნებისმეტყველების (I-VI), ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ტესტირების შედეგები.

შედეგების გაგება შესაძლებელია ვებგვერდზე: online.naec.ge. ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით. ამისთვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა კოდი უნდა გაგზავნოს ნომერზე: 93333 (მომსახურების საფასური 50 თეთრია).

ასევე გამოქვეყნდა:

მასწავლებელთა შემოდგომაზე ორგანიზებული კომპეტენციის დადასტურების ზოგიერთი საგანის სწორი პასუხები და შეფასების სქემები

გამოცდების სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე  გამოქვეყნდება.

ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოცხადების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. აპლიკანტს შესაძლებლობა ექნება, გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება ან მთლიანი შეფასება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური