GE

„გასაოცარია, რომ განათლების ეროვნულ იდეასაც კი გამოუჩნდნენ უპასუხისმგებლო ოპონენტები“

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ბათუმში განათლების და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა გახსნილად გამოაცხადა. ცერემონია განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გახსნა და აღნიშნა, რომ ბათუმში უკვე დაიწყო ისეთივე ქალაქის მშენებლობა, რომელიც უკვე მიმდინარეობს  თბილისში.

პრემიერ მამუკა ბახტაძის განცხადებით კი, ახალი საგანმანათლებლო ქალაქი კომაროვის სკოლას, პროფესიულ სასწავლებელს, თანამედროვე ლაბორატორიებს, საერთო საცხოვრებელს და რეკრეაციულ სივრცეებს გააერთიანებს.

„ზუსტად ერთი თვის წინ შეგპირდით, რომ ბათუმში დავიწყებდით ისეთივე საგანმანათლებლო სივრცის მშენებლობას, როგორიც შენდება თბილისში. შევარჩიეთ ეს ადგილი, სადაც იქნება კომაროვის სკოლა, საერთო საცხოვრებელი, პროფესიული განათლების ცენტრი, ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები, იქნება სპორტული მოედნები და სარეკრეაციო სივრცე. იცით, ჩვენთვის განათლებას რამხელა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის სწორედ განათლება. ჩვენ აჭარაში გვყავს ყველაზე ნიჭიერი ბავშვები და ეს პროექტი სწორედ მათთვის კეთდება, რომ ყველგან, საქართველოს ყველა კუთხეში შევძლოთ იგივეს გაკეთება, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი ნიჭის და ცოდნის რეალიზაცია. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი.

„განათლება არის ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი. ძალიან მიხარია, რომ რამდენიმე კვირის წინ წარვადგინეთ ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი პარლამენტში და ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედს მივმართავთ განათლებაზე. წელს ჩვენი განათლების ბიუჯეტი გახლავთ მილიარდ 600 მილიონი, მომავალ წელს იქნება  2 მილიარდი, 2022 წელს ის გახდება 3 მილიარდ 400 მილიონი ლარი. ეს კანონი უზრუნველყოფს იმას, რომ შემდგომი ათწლეულების განმავლობაში ყველა მთავრობა იქნება ვალდებული, რომ ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს არა არჩევნებზე, არამედ განათლებაზე. ჩემთვის გასაოცარია, რომ ეთმნიშვნელოვნად ეროვნულ იდეასაც კი გამოუჩნდა ოპონენტები, სრულად უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, სამწუხაროდ, უახლესი საქართველოს ისტორია არის ნათელი მაგალითი უპასუხისმგებლო პოლიტკოსების ქცევის. მე არ მინდიოდა ამ იდეას, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს,  გამოსჩენოდა ასეთი ოპონენტები, მაგრამ კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო და თქვენს წინაშე ავიღო პასუხისმგებლობა, რომ ამ იდეას მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თამთა არის© ვირსალაძე Aris.ge-განათლების ჟურნალისტი