GE

SANGU აბიტურიენტებს ღია კარის დღეზე ფასიან საჩუქრებს გადასცემს – რეგისტრაციის პირობები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 2017 წლის 16 მარტს, 15:00 საათზე, გაიმართება ღია კარის დღე.

აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დაწვრილებითი ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სწავლის საფასურის გადახდის შეღავათიან პირობებზე. ისინი შეხვდებიან პროფესორ-მასწავლებლებსა და გაეცნობიან უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას.

წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის გაათამაშებს სასწავლო ვაუჩერებს, პლანშეტებსა და ფასიან საჩუქრებს.

დაინტერესებულ პირებმა უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური